თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. შს სამინისტროს თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1991 წელს დაბადებული გ.რ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური.
გამოძიებამ დაადგინა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა ბრალდებულმა თბილისში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ასევე ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფ მეზობელს — 1945 წელს დაბადებულ ნ.ზ.-ს თავის საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გ.რ. მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავეს. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით).