მკვლელობა და მოჭრილი ყურები: სასამართლომ დამნაშავეს 12 წლით პატიმრობა შეუფარდა

© Pixabay / succoმართლმსაჯულება
მართლმსაჯულება - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასამართლომ ეჭვიანობის ნიადაგზე ცოლისა და მეზობლის წამებაში ბრალდებული დამნაშავედ სცნო.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ თეთრიწყაროს მკვიდრს მეუღლისა და მეზობლის წამებისთვის 12 წლით პატიმრობა შეუფარდა, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. 

წამების შედეგად მეზობელი მამაკაცი გარდაიცვალა.

საუბარია 2016 წლის 10 ივლისის მოვლენებზე. ეჭვიანობის ნიადაგზე მამაკაცმა თავისი მეუღლისა და მეზობლის დასჯა გადაწყვიტა. ბლაგვი საგნებით მათ სხვადასხვა დაზიანება მიაყენა, შემდეგ კი ორივეს მარცხენა ყური მოაჭრა.

დაშავებული ქალის გადარჩენა მოხერხდა, მამაკაცი კი ადგილზევე გარდაიცვალა. ბრალდებული დანაშაულის ადგილას დააკავეს.

დამნაშავეს ბრალი წაუყენეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლებით — „ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია“ და „წამება ჩადენილი ორი პირის, მათ შორის, ოჯახის წევრის მიმართ“.  რუსთავის საქალაქო სასამართლომ ბრალდებული სრულად სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის 12 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.


ყველა ახალი ამბავი
0