საქართველო და უკრაინა - მეგობრობა და საერთო მიზნები

© FB / МИД Грузииმიხეილ ჯანელიძე და პაველ კლიმკინი
მიხეილ ჯანელიძე და პაველ კლიმკინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა ქართველ და უკრაინელ ხალხს შორის განსაკუთრებული მეგობრობა ხაზგასმით აღნიშნა, რაც ოფიციალური ურთიერთობების ჩარჩოებს სცდება.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა პავლო კლიმკინმა თბილისში პრესკონფერენციაზე განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქვეყნებს შორის მეგობრულ ურთიერთობებს, საერთო მიზნებსა და ღირებულებებს.

კლიმკინი საქართველოს პარასკევს ეწვია და თავის ქართველ კოლეგასთან მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრა გამართა.  მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას საქართველოსა და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავთან დაკავშირებით, რომელშიც შეჯამებულია ორ ქვეყანას შორის ამ პერიოდში არსებული თანამშრომლობა და დასახულია სამომავლო გეგმები და ასევე, 2017-2018 წლებში საქართველოსა და უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროების კონსულტაციების სამოქმედო გეგმა. 

სარკინიგზო ხაზი - Sputnik საქართველო
უკრაინა და ირანი საქართველოს გავლით პროდუქციის გადასაზიდავად რკინიგზას აამოქმედებენ

 „ეს საქართველოში ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტია. აქამდე, თბილისში ბევრჯერ ვარ ნამყოფი. რაღაცნაირად ისე ხდება, რომ ეს ვიზიტი არ მაძლევს იმის შეგრძნებას, რომ რაღაც ძალიან ოფიციალური ვიზიტია.  ეს არის სიტუაცია, როცა მეგობრები ერთად სხედან, საუბრობენ ბევრ სხვადასხვა საკითხზე… ყველა ჩვენი ურთიერთობა და თანამშრომლობა ადამიანებს ეხება. ეს არის ჩვენს ხალხებს შორის სიმპათიისა და მეგობრობის განსაკუთრებული გრძნობა. ეს მართლაც სცდება ყოველგვარ ოფიციალური ურთიერთობების ჩარჩოებს და მათზე მაღლა დგას. ასეთ მეგობრობას ძალიან ვაფასებთ“, — განაცხადა კლიმკინმა.

როგორც მან აღნიშნა, უკრაინისა და საქართველოს ისტორიული ადგილი ევროპაშია.

 „უკრაინას და საქართველოს არამარტო საერთო ღირებულებები, არამედ  მიზნების საერთო ხედვა აქვთ. ჩვენ სირთულეებიც ერთნაირი გვაქვს. ჩვენ, რა თქმა უნდა, მივდივართ ევროკავშირისა და ნატოსკენ და მე სიხარულით გილოცავთ უვიზო რეჟიმის შემოღებას. იმედი მაქვს, რომ მომავალი პერიოდის განმავლობაში ჩვენც მივიღებთ უვიზო რეჟიმს“, — აღნიშნა კლიმკინმა. 

ევროპარლამენტი, სტრასბურგი - Sputnik საქართველო
ევროპარლამენტმა უკრაინის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი დაამტკიცა

საქართველოსა და უკრაინის საერთო ინტერესებსა და გამოწვევებზე ჯანელიძემაც ისაუბრა.

 „საქართველოს და უკრაინას განსაკუთრებული ურთიერთობები აკავშირებს, რომელიც მჭიდრო, მეგობრული  ურთიერთობების გარდა, დაფუძნებულია საერთო ინტერესებზე… მიუხედავად ჩვენს წინაშე არსებული გამოწვევებისა, საქართველო და უკრაინა აგრძელებენ განვითარებას, რაც უპირველეს ყოვლისა, ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს გულისხმობს“, — განაცხადა ჯანელიძემ.

წელს საქართველოსა და უკრაინის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წელი აღინიშნება.

 „მოხარული ვართ, რომ გასული წელი ორმხრივი ურთიერთობების მხრივ ძალიან აქტიური იყო. ეს სხვადასხვა ვიზიტებით და შეხვედრებით გამოიხატა, რომლებიც წლის დასაწყისში შედგა… რა თქმა უნდა, იმედს გამოვთქვამთ, რომ უკრაინის პრეზიდენტი ესტუმრება საქართველოს. ამისთვის შესაბამის მოსამზადებელ სამუშაოებს განვახორციელებთ. ჩვენ გვსურს, რომ ეს ინტენსიური ურთიერთობები იყოს კონკრეტული შედეგის მომტანი. იმედი მაქვს, რომ უახლოეს პერიოდში კიევში სტუმრობის შესაძლებლობა მომეცემა“, — განაცხადა ჯანელიძემ.

მხარეებმა დაადასტურეს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი მხარდაჭერა. ჯანელიძემ და კლიმკინმა გამოხატეს მზადყოფნა გააგრძელონ თანამშრომლობა კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიზნით.


ყველა ახალი ამბავი
0