უკრაინა და ირანი საქართველოს გავლით პროდუქციის გადასაზიდავად რკინიგზას აამოქმედებენ

© photo: Sputnik / İgor Ageyenko / გადასვლა მედიაბანკშისარკინიგზო ხაზი
სარკინიგზო ხაზი - Sputnik საქართველო
გამოწერა
უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადიმირ ომელიანმა სარკინიგზო მიმოსვლას ირანთან საქართველოსა და აზერბაიჯანის გავლით განსაკუთრებულად პერსპექტიული უწოდა.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. უკრაინა და ირანი საქართველოსა და აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით სატესტო მატარებლის გაშვებაზე შეთანხმდნენ, მატარებელი სოფლის მეურნეობის პროდუქციას გადაზიდავს, აღნიშნულია უკრაინის ინფრასტრუქტურის სამინისტროს Facebook–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

პირველ რიგში, საუბარია უკრაინიდან ირანში მარცვლეულის ტრანსპორტირებაზე, განაცხადა უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა ვლადიმირ ომელიანმა ირანის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ.

თბილისი - Sputnik საქართველო
თბილისში საქართველო-ირანის ბიზნეს-ფორუმი გაიმართა

უკრაინა–ირანის სატესტო მატარებელი შეიძლება უკვე 2017 წლის ზაფხულში გაუშვან.

"ეს ორივე ქვეყნისთვის თანამშრომლობის განსაკუთრებულად პერსპექტიული მიმართულებაა. უკრაინამ ახალი საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნები უნდა შეიმუშაოს, რათა ევროპის, აზიისა და აღმოსავლეთის ქვეყნებს შორის საიმედო სატრანზიტო ხიდი გახდეს", – განაცხადა ომელიანმა.

მან ირანის წარმომადგენლებს ასევე მოუწოდა, განიხილონ ირანული ნავთობისა და ბუნებრივი აირის უკრაინაში ტრანსპორტირების შესაძლებლობა, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობის პერსპექტივები.

მხარეებმა ასევე განიხილეს თანამშრომლობა საზღვაო და საავტომობილო ტრანსპორტის სფეროში, ცალკე გამოყვეს საავიაციო სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები.

ყველა ახალი ამბავი
0