ლოუკოსტერი უნგრეთიდან ქუთაისის აეროპორტში მუშაობით კმაყოფილია

გამოწერა
უნგრული Wizz Air-ი ქუთაისს შენგენის ზონის ქვეყნების ათ ქალაქთან აკავშირებს.

თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმსხვილესი დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის Wizz Air-ის დირექტორი ჯოზეფ ვარადა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებიდან ექვს თვეში მგზავრთა ნაკადის ზრდით კმაყოფილია.

ავიაკომპანია WizzAir-ის  Аэробус A320-ის ტიპის თვითმფრინავი, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ბაზირებულია 2016 წლის 23 სექტემბრიდან.  ამ პერიოდში ავიაკომპანია მოემსახურა 100,000-ზე მეტ მგზავრს, ნათქვამია საქართველოს გაერთიანებული აეროპორტების Facebook-გვერდზე.

 „ბაზირებიდან მხოლოდ 6 თვეში, ავიაკომპანია Wizz Air-მა შესანიშნავი შედეგები აჩვენა და მგზავრთა ნაკადი გაზარდა. საქართველოში მოქმედი დაბალბიუჯეტიანი ლიდერ-კომპანიის ინვესტიციებმა მოგზაურობა უფრო ხელმისაწვდომი გახადა და 2017 წლის პირველ კვარტალში მან მგზავრთა ნაკადი გაასამმაგა“, — განაცხადა პარასკევს ვარადამ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

ქუთაისში ბაზირებით ავიაკომპანიამ ევროპის 8 ქვეყანაში  თავისი ქსელი 11 ახალ დაბალბიუჯეტიან მიმართულებამდე გააფართოვა, მათ შორის, ლონდონში, რომლის განხორციელებაც მიმდინარე წლის 18 ივნისიდან დაიწყება. 

გიორგი კვირიკაშვილი ქუთაისში - Sputnik საქართველო
ქუთაისში აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა იწყება

„ჩვენ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტთან ნაყოფიერ თანამშრომლობას ვაგრძელებთ და მომავალში ჩვენს ქართველ მგზავრებს უფრო მეტ ახალ და საინტერესო ავიამიმართულებას შევთავაზებთ, რითაც ბიზნესისა და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შევუწყობთ ხელს“, — განაცხადა Wizz Air-ის დირექტორმა.

WizzAir-მა თავისი 25-ე ბაზა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ოთხწლიანი წარმატებული ოპერირების შედეგად გახსნა. პირველი ავიარეისი ავიაკომპანიამ 2012 წლის სექტემბერში განახორციელა. WizzAir-მა ბაზის გახსნისთვის 98 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელა. 

2017 წლის პირველ კვარტალში ავიაკომპანია WizzAir-ის მგზავრთა ნაკადი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 200%-ით გაიზარდა. სულ 2016 წელს ავიაკომპანია 168000-ზე მეტ მგზავრს მოემსახურა.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო ოფიციალური გახსნა 2012 წლის სექტემბერში გაიმართა.


ყველა ახალი ამბავი
0