თავგატეხილი დეპუტატი შსს-ს განყოფილებაში დაკითხეს

გამოწერა
ინციდენტის მონაწილეებმა თავი შეიკავეს ჟურნალისტებთან მომხდარი ფაქტის დეტალებზე საუბრისგან, კერძოდ, თუ როგორ მოხვდა საქართველოს პარლამენტის ოპოზიციურ დეპუტატ ოთარ კახიძეს თავში საფერფლე.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური პარტიის "მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველოს" დეპუტატი ოთარ კახიძე შსს-ს ერთ-ერთ განყოფილებაში მას შემდეგ გამოკითხეს, რაც მას პარლამენტში თავი გაუტეხეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო Новости-Грузия სამინისტროს პრეს-სამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოს პარლამენტის შენობა - Sputnik საქართველო
დეპუტატ ოთარ კახიძეს პარლამენტში თავი გაუტეხეს

ინციდენტი ოთხშაბათს ქუთაისში, პარლამენტის დეპუტატების ოთახში მოხდა, როდესაც კახიძის თანაპარტიელი გიორგი კანდელაკი "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" დეპუტატ ვანო ზარდიაშვილს ეკამათებოდა.

საფერფლე კანდელაკმა ისროლა და შემთხვევით კახიძეს თავში მოხვდა.

ის გამოკითხეს, მაგრამ ამ ეტაპზე დამატებით ვერაფერს ვიტყვი. ის იმერეთში გამოკითხეს", — განაცხადა შსს-ს პრეს-სამსახურის თანამშრომელმა.

მომხდართან დაკავშირებით აღიძრა თუ არა სისხლის სამართლის საქმე, შსს-ში არ დაუზუსტებიათ.

ინციდენტის მონაწილეებმა ჟურნალისტებთან მომხდარის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავეს.

ყველა ახალი ამბავი
0