თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. დეპუტატს ოპოზიციური პარტიიდან "მოძრაობა თავისუფლებისთვის – ევროპული საქართველო" ოთარ კახიძეს პარლამენტში შემთხვევით თავი გაუტეხეს საფერფლით, რომელიც მისმა თანაპარტიელმა მოისროლა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.
შემთხვევა ქუთაისში, პარლამენტის დეპუტატების ოთახში მოხდა. ერთმანეთთან კამათი ჰქონდათ კახიძის თანაპარტიელს, გიორგი კანდელაკსა და დეპუტატს მმართველი პარტიიდან "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო" ვანო ზარდიაშვილს. საფერფლე კანდელაკმა ისროლა და შემთხვევით კახიძეს თავში მოარტყა.
რა იყო კამათის მიზეზი კანდელაკსა და ზარდიაშვილს შორის, ჯერჯერობით უცნობია.
საქართველოს პარლამენტში ოთხშაბათს ყოველწლიური ანგარიშით საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი ვახტანგ გომელაური გამოდის. მმართველმა პარტიამ სხდომის მეორე ნაწილის დახურვის გადაწყვეტილება მიიღო, რამაც ოპოზიციის უკმაყოფილება გამოიწვია.