შავ ზღვაში ჩაძირული გემის გადარჩენილი მეზღვაური უკრაინის მოქალაქეა

© МЧС РФ / გადასვლა მედიაბანკშისამძებრო-სამაშველო ოპერაცია
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
შავ ზღვაში ჩაძირული სატვირთო გემის Герои Арсенала პერსონალიდან, რომელზეც საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა, ერთი ადამიანი გადაარჩინეს – ის უკრაინის მოქალაქე აღმოჩნდა.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. გუშინ, შავ ზღვაში სატვირთო გემი Герои Арсенала ჩაიძირა. ეკიპაჟის გადარჩენილი წევრი უკრაინის მოქალაქეა, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ საგანგებო სიტუაციების სამხრეთის რეგიონული ცენტრის პრეს–სამსახურის უფროსმა ელენა როდიონოვამ.

სატვირთო გემი ჯერჯერობით უცნობი მიზეზის გამო ქერჩის სრუტესთან, 18–19 აპრილის ღამეს ჩაიძირა. ეკიპაჟის 12 წევრიდან მხოლოდ ერთის გადარჩენა მოხერხდა. ბორტზე იმყოფებოდა უკრაინის 9, რუსეთის 2 და საქართველოს 1 მოქალაქე.

შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
შავ ზღვაში ჩაძირულ სატვირთო გემზე საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა

 „ახალი ცხედრები ჯერჯერობით ნაპოვნი არ არის. სამი ადამიანი, სამწუხაროდ, გარდაცვლილი ამოვიყვანეთ. ერთი ადამიანი გადარჩა. ის უკრაინის მოქალაქეა. დაღუპულების შესახებ ინფორმაცია ზუსტდება, დგინდება მათი ვინაობა“, – განაცადა როდიონოვამ.

დილიდან ზღვაში სამაშველო ოპერაცია განახლდა, აღნიშნა მან.

„დილის 6 საათზე სამაშველო ოპერაცია განახლდა. აკვატორიაში ექვსი გემი მუშაობს. მონიტორინგს, სანაპიროს კვლევას, 19 საოპერაციო ჯგუფი ახორციელებს“, – განაცხადა როდიონოვამ.

სატვირთო გემი პანამის დროშით როსტოვის ოლქის აზოვის პორტიდან თურქეთში მიცურავდა და მარცვლეული გადაჰქონდა, განაცხადა უფრო ადრე რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა. ინციდენტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.

ყველა ახალი ამბავი
0