შავ ზღვაში ჩაძირულ სატვირთო გემზე საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა

© AFP 2024 / MIKHAIL MORDASOVშტორმი შავ ზღვაზე
შტორმი შავ ზღვაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მშრალტვირთმზიდი Герои Арсенала, რომლის ბორტზეც საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა, ქერჩის სრუტესთან ჯერჯერობით უცნობი მიზეზის გამო ჩაიძირა.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. შავ ზღვაში სატვირთო გემი Герои Арсенала ჩაიძირა. მის ბორტზე იმყოფებოდა საქართველოს მოქალაქე და ასევე რუსეთისა და უკრაინის მოქალაქეები, აღნიშნულია რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, სატვირთო გემი ქერჩის სრუტესთან ჯერჯერობით უცნობი მიზეზის გამო ჩაიძირა.

"სატვირთო გემი პანამის დროშით როსტოვის ოლქის აზოვის პორტიდან თურქეთში მიცურავდა და მარცვლეული გადაჰქონდა. გემზე იმყოფებოდა ეკიპაჟი 12 ადამიანის შემადგენლობით (უკრაინის 9, რუსეთის 2 და საქართველოს 1 მოქალაქე)", – ნათქვამია განცხადებაში.

გემის ჩაძირვის ადგილზე სამაშველო სამსახურები მუშაობენ.

"ამჟამად ეკიპაჟის რამდენიმე ადამიანია გადარჩენილი. გამომძიებლები შემთხვევის ადგილს ათვალიერებენ და ინციდენტის ყველა ვითარების დასადგენად ზომებს მიმართავენ. სისხლის სამართლის საქმის გამოძიება გრძელდება", – აღნიშნულია განცხადებაში.

ყველა ახალი ამბავი
0