თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. აჭარაში სომხეთის რესპუბლიკის კონსული ეღიშე სარქსიანი ქუთაისში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც ქუთაისის მერს შოთა მურღულიას და იმერეთის გუბერნატორს გივი ჭიჭინაძეს შეხვდა, იუწყება „Sputnik-სომხეთი".
„სომხეთი — მეგობარი ქვეყანაა, მივესალმები ჩვენს ქვეყნებსა და რეგიონებს შორის უფრო მჭიდრო თანამშრომლობას", — განაცხადა მურღულიამ.
მისი თქმით, სომხეთის კონსულმა სომხეთსა და ქუთაისს შორის თანამშრომლობის განვითარებისა და კონტაქტების დამყარებისთვის, მხარდაჭერის პირობა დადო.
მხარეებმა ბიზნესისა და კულტურის სფეროში ურთიერთობების გაღრმავების საკითხი განიხილეს.
ვიზიტის ფარგლებში თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხურმა სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა ქუთაისელებს სპექტაკლი "საბრალდებო დასკვნა" წარუდგინა.