გურამიშვილი რეიკიავიკის საჭადრაკო ტურნირის ლიდერებშია

© photo: Sputnik / Vitaly Karpov / გადასვლა მედიაბანკშინეფრიტის ჭადრაკი
ნეფრიტის ჭადრაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფიკო გურამიშვილმა რეიკიავიკში დაწყებულ მამაკაცთა საერთაშორისო ტურნირზე სტარტი ორი გამარჯვებით დაიწყო.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ქართველი მოჭადრაკე სოფიკო გურამიშვილი რეიკიავიკში დაწყებულ საერთაშორისო ტურნირზე ორი საშეჯიბრო დღის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს, იუწყება ტურნირის ოფიციალური ვებ-გვერდი.

პირველ ტურში გურამიშვილმა თეთრი ფიგურებით იტალიელ ფრანჩესკო პულიას მოუგო, მეორეში კი კანადელ დეილ ჰასელს სძლია.

გურამიშვილის გარდა, ტურნირში მონაწილეობას იღებს კიდევ ერთი ქართველი მოჭადრაკე — ბაადურ ჯობავა, რომელმაც ტურნირის პირველ დღეს შვედ ანდერს პერსონს მოუგო. მეორე ტურში ჯობავა ინდოელ აარადია გარგს შეხვდება.

ნანა ძაგნიძე - Sputnik საქართველო
ძაგნიძე მსოფლიო რეიტინგის საუკეთესო ათეულს დაუბრუნდა

რიგით 32-ე საერთაშორისო ტურნირი Reykjavik Open-ი 27 აპრილამდე გაგრძელდება. წელს შეჯიბრებაში 41 ქვეყნიდან 288 მოჭადრაკე მონაწილეობს, მათ შორის არის 40 დიდოსტატი.

ტურნირი შვეიცარიული სისტემით 10 ტურად ჩატარდება, მისი საპრიზო ფონდი 15000 ევროს შეადგენს, აქედან 5000 ევროს გამარჯვებული მიიღებს.

ყველა ახალი ამბავი
0