ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს საქართველო მედლების გარეშე დარჩა

© photo: Sputnik / Denis Aslanovძიუდოს ჩემპიონატი
ძიუდოს ჩემპიონატი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ამირან პაპინაშვილმა და ლუხუმ ჩხვიმიანმა ნახევარფინალებში წააგეს, შემდეგ კი ბრინჯაოს მედალზე ბრძოლაში დამარცხდნენ.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს ნაკრების ძიუდოისტებმა ვარშავაში ევროპის ჩემპიონატის პირველ დღეს ვერც ერთი მედალი ვერ მოიპოვეს.

კონტინენტალური პირველობის მედლებთან ყველაზე ახლოს იყვნენ ახლახან თბილისში გამართული გრან-პრის ფინალისტები ამირან პაპინაშვილი და ლუხუმ ჩხვიმიანი, რომლებიც 60 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ასპარეზობენ.

ორივე ქართველი ძიუდოისტი ნახევარფინალში გავიდა, მაგრამ პაპინაშვილი ბულგარელ იანისლავ გერჩევთან დამარცხდა, ჩხვიმიანმა კი რუსეთის წარმომადგენელთან რობერტ მშვიდობაძესთან წააგო, რომელიც საბოლოო ჯამში, ევროპის ჩემპიონი გახდა.

ამ მარცხმა იმოქმედა ქართველ სპორტსმენებზე, და ისინი სათანადოდ ვერ განეწყვნენ მესამე ადგილზე ბრძოლისთვის. შედეგად პაპინაშვილმა აზერბაიჯანელ ორღან საფაროვთან წააგო, ჩხვიმიანმა კი ესპანელ ფრანცისკო გარიგოსთან.

ავთო ჭრიკიშვილი - Sputnik საქართველო
ტრავმის გამო ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

საქართველოს კიდევ ერთმა წარმომადგენელმა, 2016 წლის ევროპის ჩემპიონმა ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ), გამოსვლა უკვე მეორე რაუნდში დაასრულა, როდესაც პოლონელ მატეი პოლიაკთან დამარცხდა.

მეორე რაუნდის სტადიაზე ტურნირს ორივე ქართველი გოგონა გამოეთიშა — ოლღა ალადოშვილი (-48 კგ) ისრაელის წარმომადგენელთან ნოა მინსკერთან დამარცხდა, ეთერ ლიპარტელიანი (-57 კგ) კი — გერმანელ ტერეზა შტოლთან.

ტურნირის მეორე დღეს მამაკაცებს შორის მედლების ორი კომპლექტი გათამაშდება. 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრებიდან ლაშა შავდათუაშვილი იჭიდავებს, ზებედა რეხვიაშვილი კი — 81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში.

ყველა ახალი ამბავი
0