თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. საქართველოს ძიუდოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ავთო ჭრიკიშვილი20 აპრილს ვარშავაში დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს. სპორტსმენი რეაბილიტაციის ინტენსიურ კურსს გადიოდა, გამოტოვა თბილისის გრან-პრი აპრილის დასაწყისში მაგრამ ვერ შეძლო აღდგენა ხელის ტრავმის შემდეგ, რომელიც დიუსელდორფის ტრან-პრისათვის მზადების მსვლელობისას მიიღო თებერვლის ბოლოს.
ჭრიკიშვილი ერთადერთი დანაკარგი იქნება საქართველოს ძიუდო ეროვნული ნაკრების პოლონეთში დაგეგმილი კონტინენტური პირველობის წინ. ყველა დანარჩენი ქართველი ძიუდოისტი გუშინ გაფრინდა ვარშავაში.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ძიუდოში
მამაკაცები:
ამირან პაპინაშვილი, ლუხუმ ჩხვიმიანი (-60კგ).
ვაჯა მარგველაშვილი (-66 კგ),
ლაშა შავდათუაშვილი (-73კგ)
ზებედა რეგვიაშვილი (-81კგ)
ბექა ღვინიაშვილი(-90კგ)
ვარლამ ლიპარტელიანი (-100 კგ)
ადამ ოქრუაშვილი, გურამ თუშიშვილი (+100კგ)
ქალები:
ოლგა ალადოშვილი(-48კგ)
ეთერ ლიპარტელიანი (-57კგ)
ელენე ქებაძე (-78კგ)
საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში ევროპია მოქმედი ჩემპიონები არიან ვაჟა მარგველაშვილი და ვარლამ ლიპარტელიანი. საქართველოს ნაკრები ასევე კონტინენტური პირველობის გამარჯვებულია.
ევროპი ჩემპიონატი ვარშავაში 20-23 აპრილს გაიმართებ