თბილისის ჩაის ფესტივალი 23 აპრილს გაიმართება

© photo: Sputnikჩაის სახლ–მუზეუმი
ჩაის სახლ–მუზეუმი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ჩაის ფესტივალზე 23 აპრილს თავიანთ პროდუქციას წამყვანი ქართული და უცხოური ჩაისა და თაფლის მწარმოებლები წარმოადგენენ.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. თბილისი, 20 აპრილი – Sputnik. თბილისელები და ქალაქის სტუმრები ერთდღიანი ფესტივალის მსვლელობისას გაეცნობიან ჩაის კულტურებსა და ჩაის სმის ცერემონიებს ჩინეთში, იაპონიაში, დიდ ბრიტანეთსა და შრი–ლანკაში. ფესტივალი მთაწმინდის პარკში 23 აპრილს გაიმართება.

ფესტივალის ორგანიზატორია საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია.

ადრე მსგავსი ღონისძიება ჩაისა და თაფლის ფესტივალის სახელწოდებით "თბილისობის" დღესასწაულზე არაერთხელ გამართულა. ამიერიდან თბილისის ჩაის ფესტივალი დამოუკიდებელი გახდება და ყოველ წელს გაიმართება.

ღვინის ჩაი - Sputnik საქართველო
ქართული სტარტაპი: ღვინის ჩაი

პარკის ფესტივალისთვის განკუთვნილ ტერიტორიაზე მოეწყობა სხვდასხვა ქვეყნის ჩაის კუთხე, სადაც სტუმრები გაეცნობიან ჩაის მდიდარ მსოფლიო კულტურებს, დააგემოვნებენ სხვადასხვა სახეობის ჩაის, თაფლსა და სხვა ნუგბარს. ფესტივალზე ასევე იქნება წარმოდგენილი თიხისა და საავტორო ხელნაკეთი ნივთების კუთხეები.

თავიანთ პროდუქციას წამყვანი ქართული და უცხოური ჩაისა და თაფლის მწარმოებლები წარმოადგენენ.

ფესტივალის გასართობი ნაწილი მაყურებლისთვის წარმოადგენს საინტერესო პერფორმანსებსა და კონცერტს ჯაზ–მუსიკოსების მონაწილეობით.

გარდა ამისა, თბილისის ჩაის ფესტივალის ფარგლებში ორი ღონისძიება გაიმართება. პირველია პროექტი "ახალი ქართული ჩაი 2017", სადაც წარმოდგენილი იქნება ჩაის ახალი სახეობები და პროდუქცია ქართველი მწარმოებლებისგან. მეორეა საქართველოს ჩაის ოსტატების ეროვნული ჩემპიონატი, რომელიც ჩატარდება საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაციისა და ჩაის მწარმოებელთა ქართულ–ჩინური კავშირის ინიციატივითა და ეგიდით.

თბილისის ჩაის ოსტატობის სკოლის მოსწავლეები, ასევე ჩაის მოყვარულები წარმოდგენენ ჩაის მომზადებისა და ჩაის სმის ცერემონიის საკუთარ უნარებს. ჩემპიონატის გამარჯვებულები, რომელიც სამ– ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენაზე გაიმართება, შეძლებენ მონაწილეობის მიღებას ჩაის ოსტატების საერთაშორისო ფესტივალში (Tea Masters Cup International 2017).

ფესტივალი შუადღეს დაიწყება და 18:00 საათამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0