თბილისი ევროპის სუმოს ჩემპიონატის ჩასატარებლად მზად არის

© photo: Sputnik / Nataliya Seliverstova / გადასვლა მედიაბანკშიიაპონური სუმოს კორპორაციის მებრძოლთა ვარჯიში
იაპონური სუმოს კორპორაციის მებრძოლთა ვარჯიში - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში შაბათსა და კვირას ევროპის უძლიერესი სუმოისტები გამოვლინდებიან.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. ხუთშაბათს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრ ტარიელ ხეჩიკაშვილის, ევროპის სუმოს ფედერაციის პრეზიდენტ დარიუშ როზუმისა და გენერალურ მდივან რიხო რანიკის შეხვედრაზე განიხილეს თბილისის მზაობა სუმოისტთა ევროპის ჩემპიონატისთვის, ნათქვამია სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ–გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ევროპის ჩემპიონატი Check in Georgia-ს ფარგლებში თბილისში 22 და 23 აპრილს ჩატარდება.

შეხვედრის შემდეგ სტუმრებმა მოინახულეს ქართული სპორტის მუზეუმი, სადაც დაცულია ქართველი სუმოისტების მიერ სხვადასხვა საერთაშორისო ტურნირებზე მოპოვებული მედლები და თასები.

ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია - Sputnik საქართველო
სახელმწიფო პროექტს Check in Georgia მთლიანად არ დააფინანსებს

აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში ქართველ სუმოისტებს ამ დრომდე მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე მოპოვებული აქვთ 156 მედალი.

2017 წლის ევროპის ჩემპიონატში 13 ქვეყნიდან სამი ასაკობრივი კატეგორიის 290 სპორტსმენი იასპარეზებს.

პირველ დღეს, 22 აპრილს მედლები ორ ასაკობრივ კატეგორიაში – 21 და 23-წლამდელთა შორის გათამაშდება.

23 აპრილს გამოვლინდებიან გამარჯვებულები უფროსებში, ასევე გუნდურ პირველობაში მამაკაცებსა და ქალებს შორის.

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 14 სუმოისტით წარსდგება.

ყველა ახალი ამბავი
0