თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. ოთხშაბათს თბილისის მეტროში ჩასულ მგზავრებს ვაგონებში სურპრიზი დახვდათ. ამის შესახებ მწერალი და ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი თავის Facebook–გვერდზე იტყობინება.
„დღეს მეტროში ჩასულ მგზავრებს რამდენიმე გამომცემლობისგან წიგნები დახვდათ საჩუქრად. მეტი ასეთი ამბავი ყოველდღე, მეტი წიგნის კითხვა და მეტი ადამიანების გახარება გადაარჩენს ქვეყანას ასიათასი მადლობა გამომცემლობებს "არტანუჯს" და "ინტელექტს", სატრანსპორტო სამსახურს და ყველას, ვინც ამ ლამაზ აქციაში მიიღო მონაწილეობა", — წერს აკა სინჯიკაშვილი.
აქვე აღსანიშნავია, რომ სამშაბათს ახალგაზრდა მწერალი აკა სინჯიკაშვილი საქველმოქმედო საქმიანობისთვის საქართველოს პრეზიდენტმა წმინდა ნიკოლოზის პირველი ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.
„არ დაგჭირდეთ, თორემ ცეცხლში ჩავდგები სათითაოდ ყველა თქვენგანისთვის, მიყვარხართ და გკოცნით, წინ დიდი საქმეები გვაქვს ყველას ერთად“, – წერს თავის Facebook–გვერდზე აკა სინჯიკაშვილი.