„მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში“: გრიბოედოვის თეატრი პრემიერისთვის ემზადება

© photo: Sputnikგრიბოედოვის თეატრი
გრიბოედოვის თეატრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მუსიკალური დადგმის „მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში“ პრემიერა თბილისში 22 და 23 აპრილს გაიმართება.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული თეატრის სცენაზე  ამერიკელი მწერლის ლაიმენ ფრენკ ბაუმის ზღაპრის „საოცარი ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან” მიხედვით დადგმულ სპექტაკლს წარმოადგენენ.  

მუსიკალური დადგმის „მოგზაურობა საოცრებათა ქვეყანაში“ საპრემიერო წარმოდგენები გაიმართება 22 და 23 აპრილს, ასევე 7 და 14 მაისს, 12:00 საათზე.

სპექტაკლის დამდგმელი რეჟისორია ვახტანგ ნიკოლავა. ინსცენირებისა და სიმღერების ტექსტების ავტორია ანა ნიკოლავა, სცენოგრაფია და კოსტიუმები მანანა კობახიძეს ეკუთვნის.

როგორც  სპექტაკლის ანონსშია აღნიშნული, ეს მომხიბლავი მუსიკალური ზღაპარია, რომელიც სავსეა მოულოდნელი გარდასახვებით და ჯადოსნური ამბებით, რომლის მთავარი გმირი — ჯადოქარი — საოცრებათა ქვეყანაში მიემგზავრება. 

კინოაფიშა - Sputnik საქართველო
კინო თბილისში: რა ვნახოთ 20-23 აპრილს

 „ის უნდა დარწმუნდეს: საოცარი ქვეყანა ცხრა მთას იქით კი არ არის, ის ჩვენშია — ჩვენს სულსა და გულში. ყველა შეიძლება გახდეს ნამდვილი ჯადოქარი და ამისათვის სულ არ არის საჭირო მაგია — სასწაული ყოველთვის ახლოსაა, და რომ ის მოხდეს, საკმარისია გიყვარდეს, ეხმარებოდე, გჯეროდეს და აპატიო“, — ნათქვამია თეატრის ვებ-გვერდზე.

დადგმაში მონაწილეობენ მსახიობები მიხეილ არჯევანიძე, მერაბ ქუსიკაშვილი, ანა ნიკოლავა, ნანკა კალატოზიშვილი, ვლადიმირ ნოვოსარდოვი, მიხეილ გავაშელი და ნინო ნინიძე.

პროექტი თბილისის მერიის მხარდაჭერით ხორციელდება.


ყველა ახალი ამბავი
0