თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. გუშინ, ბათუმში ძლიერმა ქარმა და წვიმამ პრობლემები შექმნა, იუწყება ტელეკომპანია RUSTAVI2.
ქარმა ბენზეს დასახლებაში დევნილების საცხოვრებელ კორპუსს სახურავი გადახადა, რომელიც ეზოში გაჩერებულ ავტომობილებს დაეცა. დაზიანებულია 5 ავტომობილი. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ძლიერმა ქარმა ქალაქში ხეებიც წააქცია, დააზიანა ავტობუსის გაჩერება, მშენებარე კორპუსების უსაფრთხოების ღობეები, რამდენიმე ადგილზე კი მოგლიჯა სარეკლამო ბანერები.