ძლიერმა ქარმა თბილისში პრობლემები შექმნა

© Sputnik / Alexander Imedashviliძლიერი ქარი თბილისში
ძლიერი ქარი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ძლიერი ქარის გამო გასულ ღამეს სამაშველო სამსახური საგანგებო რეჟიმში მუშაობდა.

თბილისი, 21 მარტი — Sputnik. ძლიერი ქარის გამო მთელი ღამის განმავლობაში საგანგებო რეჟიმში მუშაობდა თბილისის მერიის ყველა სპეციალური სამსახური.

„112“-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში 100-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საინფორმაციო საშუალებების ცნობით, ქარმა დედაქალაქში ძირითადად ხეები და შენობის სახურავები დააზიანა, რამდენიმე ადგილზე მოგლიჯა სარეკლამო ბანერები. ძლიერმა ქარმა სანზონაში, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ეზოში ხე დააზიანა, უსაფრთხოებისთვის საჭირო გახდა მისი მთლიანად მოჭრა, ასევე მოგლიჯა სარეკლამო ბანერი თბილისის ცენტრში, ფილარმონიის მიმდებარე ტერიტორიაზე. 

დიდუბეში, ხოშარაულის ქუჩაზე კი ქარმა სახურავი ახადა რამდენიმე ობიექტს, სადაც ავტომობილების ტექნიკური მომსახურება წარმოებს.

ყველა ახალი ამბავი
0