დედამიწას უზარმაზარი ასტეროიდი უახლოვდება: რა ელოდება პლანეტის მოსახლეობას

© photo: Sputnik / Alexander Kryazhev / გადასვლა მედიაბანკშიალტაის რესპუბლიკა
ალტაის რესპუბლიკა - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედამიწას უზარმაზარი სტეროიდი უახლოვდება – გიგანტური კოსმოსური სხეული 2014 JO25 ოთხშაბათს, ღამით (19–20 აპრილის ღამე) ჩვენს პლანეტას ბოლო 400 წლის განმავლობაში ყველაზე საშიშ მანძილზე მოუახლოვდება. მისი დანახვა სამოყვარულო ტელესკოპებითაც კი იქნება შესაძლებელი.

თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. დედამიწას უზარმაზარი ასტეროიდი უახლოვდება – გიგანტური კოსმოსური სხეული 2014 JO25 ოთხშაბათს, ღამით (19–20 აპრილის ღამე) ჩვენს პლანეტას ბოლო 400 წლის განმავლობაში ყველაზე საშიშ მანძილზე მოუახლოვდება. მისი დანახვა სამოყვარულო ტელესკოპებითაც კი იქნება შესაძლებელი.

ასტეროიდის მოახლოების თაობაზე, რომელიც პოტენციურად საშიშ ასტეროიდებს განეკუთვნება, "ნასაში" განაცხადეს.

უზარმაზარი ციური სხეული ასტეროიდისთვის რეკორდულად მაღალი სიჩქარით – წამში 33 მეტრით, ანუ საათში 118 კილომეტრით მოძრაობს, და დედამიწიდან 1,8 მლნ კილომეტრის მანძილზე ჩაიქროლებს, რაც დაახლოებით 4,6–ჯერ მეტია, ვიდრე დედამიწიდან მთვარემდე.

ასეთი მანძილი გიგანტური ასტეროიდისთვის, რომლის დიამეტრი, სხვადასხვა შეფასებებით, შეიძლება 640 მეტრიდან 1,5 კილომეტრამდე შეადგენდეს, პრაქტიკულად არაფერია. ამიტომ ჩვენს პლანეტასთან მოახლოებისას ასტეროიდი, თავისი მბრწყინავი ზედაპირის წყალობით, პატარა ტელესკოპებიდანაც კი კარგად გამოჩნდება დედამიწიდან.

ამასთან, ასტრონომები აცხადებენ, რომ JO25 დედამიწისთვის რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს, რადგან არანაირი შანსი არაა, რომ ასტეროიდი 2014 JO25 ჩვენს პლანეტას შეეჯახოს.

ამავე დროს კოსმოსური სხეულის ასეთ მცირე მანძილზე მოახლოება დედამიწასთან და ასეთი მასშტაბის ასტეროიდზე დაკვირვება მეცნიერებისთვის იშვიათ შანსად მიაჩნიათ.

ასტეროიდი 2014 JO25 ამერიკელმა ასტრონომებმა 2014 წლის მაისში აღმოაჩინეს ავტომატიზებული ტელესკოპით მაუნტ–ლემონი Catalina Sky Survey–ს ცის კვლევის დროს. ამჟამად მეცნიერებს ობიექტის ფიზიკური თვისებების შესახებ ძალზე მწირი ინფორმაცია აქვთ, თუმცა მისი მოძრაობის ტრაექტორია კარგად არის ცნობილი.

სპეციალისტების განცხადებით, ასტეროიდი დედამიწას მზის მხრიდან მოუახლოვდება, მისი დანახვა არცთუ დიდი ოპტიკური ტელესკოპით ზედიზედ ორი ღამის განმავლობაში იქნება შესაძლებელი.

JO25–ს შემდეგი "შეხვედრა" დედამიწასთან 500 წლის განმავლობაში აღარ მოხდება.

პლანეტები - Sputnik საქართველო
მეცხრე პლანეტის საიდუმლო: ერთი ასტრონომიული აღმოჩენის ისტორია

აღსანიშნავია, რომ ბოლოს ასეთი მსხვილი ციური სხეული დედამიწას 13 წლის წინ მოუახლოვდა.

"ნასას" მონაცემებით, ასეთი დიდი ობიექტები დედამიწასთან 2004 წლის შემდეგ აღარ მოფრენილან. მაშინ ჩვენ პლანეტას ასტეროიდი 4179 Toutatis მოუალოვდა 4 LD მანძილზე – ესაა დაახლოებით მთვარის ორბიტის ოთხი რადიუსის მანძილი.

უნდა აღინიშნოს, რომ ზემოაღნიშნული ასტეროიდები შესულია იმ ობიექტების ნუსხაში, რომლებიც დედამიწაზე სიცოცხლისთვის პოტენციურად საშიშია (Potentially hazardous asteroids).

ამ ობიექტების სიაში რომ მოხვდეს, ციური სხეული ჩვენს პლანეტას უნდა მოუახლოვდეს 8 მილიონ კილომეტრ მანძილზე უფრო ახლოს და საკმაოდ დიდი უნდა იყოს, რათა არ განადგურდეს ატმოსფეროს გავლისას და გამოიწვიოს კატასტროფა, სულ ცოტა, რეგიონული მასშტაბით.

შემდეგ კოსმოსურ სტუმარს დედამიწაზე 2027 წლის აგვისტოში ელოდებიან. ჩვენს პლანეტას მაშინ 1,8 კმ დიამეტრის მქონე ასტეროიდი 1999 AN10 ჩაუფრენს.

მანამდე კი, 2017 წელს დედამიწას კიდევ ერთი "კოსმოსური უცხოპლანეტელი" ესტუმრება. მკვლევართა ჯგუფმა კოსმოსში 40 მეტრი დიამეტრის ასტეროიდი აღმოაჩინა, რომელიც დედამიწისკენ დიდი სიჩქარით მოძრაობს. მათი გათვლებით, დედამიწასთან შეჯახება 2017 წლის 12 ოქტომბერს მოხდება.

ასტეროიდის ჩამოვარდნის ადგილზე ღრმა კრატერი გაჩნდება, ხოლო მის შეჯახებას პლანეტის ზედაპირზე წყალდიდობებისა და მძლავრი მიწისძვრების გამოწვევა შეუძლია. ამასთან ერთად არის იმის ალბათობა, რომ ცდომილი ასტეროიდი დედამიწიდან დიდ მანძილზე ჩაიქროლებს.

მასალა მომზადებულია ღია წყაროებზე დაყრდნობით.

ყველა ახალი ამბავი
0