თბილისი, 19 აპრილი — Sputnik. შავი ზღვის V ღია თასის რეგისტრაცია დაიწყო, რომელიც 2017 წლის 21-23 ივლისს ბათუმში გაიმართება.
შავი ზღვის V ღია თასის, ანუ ინტელექტუალური თამაშების ბათუმის მე-18 საერთაშორისო ფესტივალის პროგრამა, რამდენიმე ღონისძიებას მოიცავს. მათ შორის, „რა? სად? როდის?“(სპორტული ვერსია) – 60 გუნდი, 90 კითხვა; „ბრეინ-რინგი“ – 32 გუნდი, ოლიმპიური; „საკუთარი თამაში“ – 64 მონაწილე და „ხამსა“: 5-კაციანი 16 გუნდი.
ტურნირში „რა? სად? როდის?“ გათამაშდება ორი საგზური 2017 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც ასტანაში 3-5 ნოემბერს გაიმართება. საგზურები გადაეცემათ საუკეთესო ქართულ და სტუმრების გუნდებს.
„რა? სად? როდის?“ პაკეტის რედაქტორებია: სერგეი ეფიმოვი(ვოლგოგრადი) — ტოპ-რედაქტორი, მაქსიმ მერზლიაკოვი (ვორონეჟი). წამყვანი — სერგეი აბრამოვი (დონის როსტოვი).
ფესტივალის პროგრამით დაგეგმილია მინი-ფეხბურთში შეჯიბრება და მრავალი სხვა. დეტალები იხილეთ აქ.
გახსნის ცერემონია და თამაშები „რა? სად? როდის?“ და „ხამსა“ ბათუმის სასტუმრო Euphoria Batumi Hotel-ის სააქტო დარბაზში გაიმართება (ლეხ და მარია კაჩინსკების ქუჩა). დანარჩენი ღონისძიებების ჩატარების შესახებ დამატებითი ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.
„რა? სად? როდის?“ გუნდების განაცხადებისთვის დედლაინი — 2017 წლის 1 ივლისი. „რა? სად? როდის?“ ტურნირზე გუნდების რეგისტრაციის ფორმა >>>
რადგან ფესტივალზე მონაწილე გუნდების რაოდენობა შეზღუდულია (ერთი ქვეყნიდან არაუმეტეს 15-სა, ჯამში არაუმეტეს 60-სა), გუნდებს საორგანიზაციო კომიტეტი პერსონალურად მიიწვევს.
ფესტივალში მონაწილეობისათვის თითოეულმა გუნდმა 60 აშშ დოლარი უნდა გადაიხადოს. ტრანსპორტის, საცხოვრებელი და კვების ხარჯებს გუნდები თავად დაფარავენ. მონაწილეების განთავსების ადგილის შერჩევა თავისუფალია.
ფესტივალი აჭარის მთავრობის ხელშეწყობით ჩატარდება.