სტრასბურგში მოსამართლეობის სურვილი საქართველოდან 68 კანდიდატმა გამოთქვა

© AFP 2024 / FREDERICK FLORINადამიანის უფლებათა სასამართლო სტრასბურგში
ადამიანის უფლებათა სასამართლო სტრასბურგში - Sputnik საქართველო
გამოწერა
სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კანდიდატებს საქართველოდან სპეციალური კომისია გამოავლენს.

თბილისი, 18 აპრილი — Sputnik. სპეციალურმა შესარჩევმა კომისიამ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის მსურველთა განაცხადების მიღება დაასრულა — ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეობის სურვილი საქართველოდან 68 კანდიდატმა გამოთქვა, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

განმეორებითი კონკურსი საქართველოს მთავრობამ 20 თებერვალს მას შემდეგ გამოაცხადა, რაც იანვარში კანდიდატთა წარმოდგენილი სამკაციანი სია ევროპის საბჭომ უარყო. საქართველოდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის პოსტზე წარდგენილნი იყვნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე, სტრასბურგი სასამართლოს თანამშრომელი გიორგი ბადაშვილი და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ევა გოცირიძე.

ტელეკომპანია რუსთავი 2 - Sputnik საქართველო
ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე აღსრულება შეაჩერა

ამ ეტაპზე განაცხადები შეიტანეს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ კონსტანტინე ვარძელაშვილმა, საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა, საქართველოს იუსტიციის მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ დავით ჯანდიერმა, გერმანიაში საქართველოს ელჩმა ლადო ჭანტურიამ, ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, იუსტიციის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, ლატვიაში საქართველოს ელჩმა კონსტანტინე კორკელიამ და სხვებმა.

გიორგი პაპუაშვილი და კონსტანტინე კორკელია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის პოსტზე კანდიდატების შესარჩევ კონკურსში მონაწილეობას მეორედ იღებენ. პირველად კომისიის დაბალი შეფასების გამო მათ შერჩევა ვერ გაიარეს.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის კანდიდატების შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპად გაიმართება — თავდაპირველად კომისია მსურველთა საკონკურსო განაცხადებს შეისწავლის, შემდეგ კონკურსანტებს უცხო ენაში გამოცდის ჩაბარება მოუწევთ. 

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების რეიტინგის სათავეშია

წარმატებულ კანდიდატებს კომისია გაესაუბრება. კომისიის წევრების მიერ მინიჭებული ქულების მიხედვით, სამდივნო გასაუბრების დღესვე გამოიყვანს თითოეული კანდიდატის საშუალო ჯამურ ქულას, რომლის საფუძველზეც, კანდიდატთა სქესის შესაბამისად, შედგება ორი სია. ამ ორი სიის საფუძველზე შედგება საბოლოო სია 5 კანდიდატით,  რომელიც გენდერულად დაბალანსებული იქნება.

სწორედ ამ სიას სამდივნო გააცნობს სახელმწიფო კომისიის წევრებს, ხოლო იუსტიციის მინისტრი, როგორც კომისიის თავმჯდომარე, წარუდგენს მას მთავრობას. 

საქართველოს მთავრობა წარდგენილი ხუთი კანდიდატიდან შეარჩევს ნებისმიერ სამ კანდიდატს, რომელთა ვინაობა თავდაპირველად წარედგინება ევროპის საბჭოს მრჩეველთა პანელს. ისინი გასცემენ რეკომენდაციას იმის შესახებ, აკმაყოფილებენ თუ არა წარდგენილი კანდიდატები კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს. ამის შემდეგ სია გადაეცემა შესაბამის კომიტეტს, რომელიც რეკომენდაციას გაუწევს ერთ-ერთ კანდიდატს. პროცედურის დასასრულ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლის სამივე კანდიდატზე კენჭისყრა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას სხდომაზე გაიმართება.

2008 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლე საქართველოდან არის ნონა წოწორია, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0