საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის პოლიტიკური ლიდერების რეიტინგის სათავეშია

© Sputnik / Denis Aslanovგიორგი მარგველაშვილი
გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
IRI-ს გამოკითხვის თანახმად, საქართველოს პოპულარული პოლიტიკური ლიდერების სამეულში შედიან პრეზიდენტი, მთავრობის მეთაური და ჯანდაცვის მინისტრი.

თბილისი, 31 მარტი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პოლიტიკოსი ლიდერების რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა — ის გამოკითხულთა 67%-ს მოსწონს. ასეთია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) სოციოლოგიური კვლევის შედეგები.

კვლევის შედეგები, რომელიც თებერვლის ბოლოს — მარტის დასაწყისში ჩატარდა, ტელეკომპანია Rustavi2-მა გამოაქვეყნა. კვლევის სრული ოფიციალური ვერსია 3 აპრილს გამოქვეყნდება.

ქართული ოცნება - Sputnik საქართველო
გამოკითხვა: „ქართული ოცნება" საქართველოში მოქმედ პარტიებს შორის ლიდერობას ინარჩუნებს

პოლიტიკური ლიდერების რეიტინგში მეორე ადგილზეა შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო (65%). ლიდერთა სამეულშია პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი (55%).

შემდეგ მოდის საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, ოპოზიციური პარტიის "მოძრაობა თავისუფლებისთვის — ევროპული საქართველო" ერთ-ერთი ლიდერი დავით ბაქრაძე. მის მიმართ სიმპათიით არის გამსჭვალული გამოკითხულთა 50%.

ყველა ახალი ამბავი
0