თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. თამარ გაჩეჩილაძემ, რომელიც საქართველოს წელს წარადგენს კიევში ევროვიზიაში, დაასრულა ტური ევროპაში. თამარ გაჩეჩილაძე ევროვიზიაზე გამოვა სიმღერით „ Keep the Faith“, რომელიც მსოფლიოს შეახსენებს იმას, რომ მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანმა უნდა შეინარჩუნოს უკეთესის რწმენა.
მუსიკა სიმღერისთვის ანრი ჯოხაძემ დაწერა, სიტყვები კი თავად თაკოს ეკუთვნის. ახლახან დამზადდა ამ სიმღერის ვიდეო რგოლი, როემლიც უკვე ნახა 120 ათასზე მეტმა ინტერნეტ მომხმარებელმა. ამ რგოლში გაჩეჩილაძე სიმღერას სხვადასხვა ეროვნების, ასაკის, პროფესიის, მდგომარეობის, სტატუსია და ბედისწერის ადამიანები მღერიან. ვიდეო რგოლის რეჟისორი თემურ კვირკველიაა, რომელმაც 2013 წელს ნოდიკო ტატიშვილისა და სოფიო გელოვანის სიმღერის კლიპი Waterfall გადაიღო.
კიევში ევროვიზიაზე ქართული დელეგაცია 29 აპრილს გაემგზავრება. მეორე დღესვე გაიმართება რეპეტიციები და შეხვედრა ჟურნალისტებთან.
მომღერალი თამარ გაჩეჩილაზე 34 წლისაა, წარმოშობით თბილისელია, 2009 წელს მუსიკალურ ჯგუფთან „ სტეფანე და 3G" ერთად ის უნდა გამოსულიყო მოსკოვის „ევროვიზიაზე“, მაგრამ ეს არ მოხდა სიმღერის პოლიტიკური კონტექსტის გამო, სიმღერის სახელი იყო „We Dont Wanna Put In“ კონკურსანტს თხოვეს სიმღერის ტექსტის შეცვლა, მაგრამ ჯგუფმა ეს არ გააკეთა.
გაჩეჩილაძე „ევროვიზია 2017“-ის პირველ ნახევარფინალში 9 მაისს მეორე ნომრით იმღერებს. კონკურსის ფინალი 13 მაისს გაიმართება.