შსს-მ უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

გამოწერა
სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი - კუსტარული წესით დამზადებული რევოლვერი, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი და 14 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

თბილისი, 17 აპრილი – Sputnik.  შს სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული გ.გ. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს, იუწყება შსს-ს პრეს-სამსახური. 

პატრულის მანქანა - Sputnik საქართველო
შსს-მ თელავში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას 2 არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი — კუსტარული წესით დამზადებული რევოლვერი, მაკაროვის კონსტრუქციის პისტოლეტი და 14 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი).

 

ყველა ახალი ამბავი
0