შსს-მ თელავში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

© Sputnik / Levan Avlabreliპატრულის მანქანა
პატრულის მანქანა - Sputnik საქართველო
გამოწერა
სამართალდამცველებმა დაკავებულის სახლის ჩხრეკისას არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი:„აკს 74“-ის მოდელის ავტომატური იარაღი მჭიდით, კარაბინი, „იჟ 27“-ის მოდელის გლუვლულიანი თოფი, კუსტარულად დამზაზებული პისტოლეტი და 50 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

თბილისი, 4 აპრილი — Sputnik. შსს-ს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თელავის რაიონის სოფელ ლალისყურში 1954 წელს დაბადებული თ.მ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით დააკავეს. 

ცეცხლსასროლი იარაღი - Sputnik საქართველო
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღო

სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი: „აკს 74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი მჭიდით, კარაბინი, სპორტულ-სანადირო შაშხანა, „იჟ 27“-ის მოდელის გლუვლულიანი თოფი, კუსტარული წესით დამზადებული პისტოლეტი და 50 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს.

ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული იარაღი და საბრძოლო მასალა ვარგისია სროლისათვის.

დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით).

 

 

 

 


ყველა ახალი ამბავი
0