საქართველოს ნაკრებმა ჰოკეიში ჰონკონგის გუნდი დაამარცხა

© Федерация хоккея Грузияსაქართველოს ჰოკეის ნაკრები
საქართველოს ჰოკეის ნაკრები - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამარჯვების წყალობით საქართველომ დივიზიონის მესამე ადგილი შეინარჩუნა. შემდეგ წელს კი სპორტსმენები გააგრძელებენ ბრძოლას მეორე დივიზიონში გასვლისთვის.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს ნაკრებმა ანგარიშით 14:3 ჰონკონგის ნაკრებს მოუგო და  დაიკავა მესამე ადგილი მსოფლიოს ჩემპიონატის მესამე დივიზიონში, იტყობინება ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდი.

საქართველოს ჰოკეის ნაკრები - Sputnik საქართველო
ქართველმა ჰოკეისტებმა ბულგარელებთან წააგეს

ყველაზე შედეგიანი  გამარჯვებულთა ნაკრებში გახდა ივანე შვეცოვი, როემლმაც ხუთი შაიბა გაიტანა. გოჩა ჯეირანაშვილის შეგირდებმა მომავალ წელს მეორე დივიზიონში ბრძოლის გაგრძელების უფლება მიიღეს. 

მესამე დივიზიონის გამარჯვებული ლუქსემბურგის ნაკრები გახდა. რომელმაც ფინალში ანგარიშით 10:4 ბულგარეთი დაამარცხა.  

 

 

ყველა ახალი ამბავი
0