თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ირანის საგრეო აქმეთა მინისტრი მოჰამად ჯავად ზარიფი საქართველოში 17 აპრილს ჩამოვა ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე.
ირანელი მინისტრი შეხვედრებს გამართავს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან, ქართველ კოლეგა მიხეილ ჯანელიძესთან და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი გახარიასთან.
მიხეილ ჯანელიძე მოჰამად ზარიფ ჯავადს სამინისტროში მიიწვევს, რის შემდეგაც პრესისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება ქართულ-ირანული ბიზნეს-ფორუმი, რომელსაც საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გახსნის.
საქართველომ და ირანმა 1992 წლის 15 მაისს დაამყარეს დიპლომატიური ურთიერთობები, რის შემდეგაც ქვეყნები მუდმივად ეწევიან პოლიტიკურ დიალოგს ორ- და მრავალმხრივ ფორმატებში. გარდა ამისა, საქართველო და ირანი თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში.