მაია ბირკაძის სხვადასხვა სახიანი „საკუთარი“ პორტრეტები

© FB/ Maiko Mai Artმაია ბირკაძე
მაია ბირკაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გურამ ასათიანმა თავის დროზე თქვა: „სიკვდილს ერთი უცილობელი თვისება აქვს: მთელი სიგრძე-სიგანით დაგანახებს იმ ადამიანის მნიშვნელობას, რომელიც დაკარგე“...

მერე მოდის ტკივილი, რომლის ფასად მანამდე გაუცნობიერებელ, სახელდაურქმეველ რაღაც ნათელს და ლამაზს შეიგრძნობ, უფრო მერე კი, ტკივილი ლღვება და ქაღალდზე აკვარელის ლამაზ ფერებად იღვრება. ერთი ეგაა, პორტრეტში ყველა სახეს სევდიან თვალებს უხატავ და ყველა მათგანი… შენ ხარ.

© FB/ Maiko Mai Artმაია ბირკაძის ნახატი
მაია ბირკაძის ნახატი - Sputnik საქართველო
მაია ბირკაძის ნახატი

-ქალბატონო მაია, შეიძლება ასე გკითხოთ: რა გაიძულათ ტკივილმა?

— სამი წლის წინჩემი მეუღლე გარდაიცვალა. ორი წლის მანძილზე ძალიან მძიმედ ვიყავი, ჩემთვის ყველაფერი აუტანელი იყო. როცა სიცოცხლე გაუსაძლისი გახდა, აი,სწორედ მაშინ ავიღე ხელში ფუნჯი და ხატვა დავიწყე… თავიდან მარტო ფერად წრეებს ვხატავდი, ვფიქრობდი, რომ ეს ძალიან მიმსუბუქებდა ტკივილს. მერე ნელ-ნელა უკეთესი ნამუშევრების ხატვაზე გადავედი. დავხატე ჩალისქუდიანი გოგონა, რომელსაც ძალიან სევდიანი თვალები მივუხატე. მიუხედავად იმისა, რომ მინდოდა რაღაც მხიარული დამეხატა, მაგრამ საბოლოოდ ისე გამოვიდა, რომ ჩემი ყველა პერსონაჟიმაინც სევდიანი თვალებით შემომყურებს.

© FB/ Maiko Mai Artმაია ბირკაძის ნახატი
მაია ბირკაძის ნახატი - Sputnik საქართველო
მაია ბირკაძის ნახატი

-გამოდის, რომ ეს ფაქტობრივად თქვენი თვალებია…

— რა ვიცი, ხშირად მეუბნებიან, რომ ასე გვგონია, შენს ნახატებში ყოველთვის საკუთარ თავს ხატავო, ალბათ ასეცაა…მხატვრობაზე არ მაქვს პრეტენზია, ხატვა სპონტანურად დავიწყე და დღემდე ასე ვაგრძელებ.

© FB/ Maiko Mai Artმაია ბირკაძის ნახატი
მაია ბირკაძის ნახატი - Sputnik საქართველო
მაია ბირკაძის ნახატი

-თქვენზე ამბობენ, მეტისმეტად რომანტიულიაო.

— სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი მაქვს დამთავრებული, ბუნებაში ყოფნა და წვიმაში სიარული მიყვარს. ჩემთვის მთავარია, ბუნებასთან სიახლოვე და კიდევ… სიყვარული და პოეზია. შეიძლება ისეთ რამეზე ვიტირო, სხვას ცრემლიც რომ არ გადმოუვარდეს. მიყვარს კლასიკური მუსიკა, რახმანინოვის პირველი, მეორე, მესამე კონცერტები. შოპენი ხომ მიყვარს და მიყვარს,შემიძლია დაუსრულებლად ვუსმინო.

© FB/ Maiko Mai Artმაია ბირკაძე
მაია ბირკაძე - Sputnik საქართველო
მაია ბირკაძე

- ქალბატონო მაია, რომელ კატალოგშია თქვენი ნამუშევრები შესული?

— ცნობილმა მხატვარმა, გია მარკოზაშვილმა შექმნა ჯგუფი და კატალოგები გამოუშვა. ამ კატალოგების სახელებია: „გაზაფხული“ და „შემოდგომა“. საერთოდ ხუთ გამოფენაში მივიღე მონაწილეობა. პერსონალური გამოფენის მოწყობის სურვილი, როგორც ყველას მეც მაქვს. ყოველი გამოფენა ხელოვანისთვის დიდი ზეიმია. როცა გამოფენას მოვაწყობ, მას ჩემი მეუღლის ხსოვნას მივუძღვნი…

© FB/ Maiko Mai Artმაია ბირკაძის ნახატი
მაია ბირკაძის ნახატი - Sputnik საქართველო
მაია ბირკაძის ნახატი

-მეუღლე სად გაიცანით?

— ჩვენ ბავშვობიდან მოვდივართ ერთად, ჯერ შეყვარებულები ვიყავით, მერე შევუღლდით და 20 წელი ერთად ვიყავით. ახლა აღარ არის ამ ქვეყნად და…

- თქვენი აზრით,რა რჩება სიყვარულისგან?

— მე დიდი ტკივილი დამრჩა და მოგონებები, რომლებიც თავს არ მანებებს.

© FB/ Maiko Mai Artმაია ბირკაძის ნახატი
მაია ბირკაძის ნახატი - Sputnik საქართველო
მაია ბირკაძის ნახატი

-აღდგომა რა არის თქვენთვის?

— „ქრისტე აღდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი“. მან დათრგუნა სიკვდილი თავისი აღდგომით და უარყო იგი. ადამიანი სიკვდილის მერე მარადიულ სასუფეველში გადადის და მე მართლა მჯერა ამისი.

დღეს ხსოვნის დღეა, ამიტომ გავიხსენებთ ყველას, ვინც თავისი წასვლით მთელი სიგრძე-სიგანით დაგვანახა საკუთარი მნიშვნელობა…

 

 

ყველა ახალი ამბავი
0