კორსიკაში აფეთქების შედეგად ბანკის შენობა დაინგრა

© photo: Sputnik / Михаил Воскресенский / გადასვლა მედიაბანკშიფრანგი პოლიციელები
ფრანგი პოლიციელები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად სერიოზულად დაზიანდა ოფისის შენობა. აფეთქების ტალღამ ჩაამსხვრია მეზობლად მდებარე მაღაზიის მინები.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საფრანგეთის კუნძულ კორსიკის ქალაქ კორტეში ორშაბათს დილით აფეთქება მოხდა, რის შედეგად ბანკის Société Générale ოფისი დაინგრა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости ტელეარხ BFMTV–ზე დაყრდნობით.

ფრანგი მაშველები - Sputnik საქართველო
აფეთქება პარიზის კარნავალზე: დაშავებულია 19 ადამიანი

აფეთქება ადგილობრივი დროით დილის 3 საათზე მოხდა. ასაფეთქებელი მოწყობილობის ამოქმედების შედეგად სერიოზულად დაზიანდა ოფისის შენობა. აფეთქების ტალღამ ჩაამსხვრია მეზობლად მდებარე მაღაზიის მინები.

ინციდენტის ადგილზე მუშაობენ სპეციალისტები და პოლიცია.

მომხდარზე პასუხისმგებლობა თავის თავზე ჯერჯერობით არავის აუღია.

ყველა ახალი ამბავი
0