აფეთქება პარიზის კარნავალზე: დაშავებულია 19 ადამიანი

© photo: Sputnik / Sergueï Piatakovფრანგი მაშველები
ფრანგი მაშველები - Sputnik საქართველო
გამოწერა
პარიზის გარეუბანში, შაბათს მიმდინარე კარნავალზე მომხდარი აფეთქების შედეგად, ოთხი ადამიანი მძიმე მდგომარეობაშია.

თბილისი,2 აპრილი-sputnik. 19 ადამიანი დაშავდა შაბათს, პარიზის გარეუბან კომუნა ვილპენტში მიმდინარე კარნავალზე მომხდარი აფეთქების შედეგად, იუწყება Sputnik France.

აფეთქება მოხდა იმ დროს, როცა ჩალისა და ხისგან გაკეთებული ფიტულისთვის ცეცხლი უნდა წაეკიდებინათ. აფეთქების მიზეზი ფეიერვერკია. კარნავალი ტრადიციულად ტარდება ქალაქის პატარა მაცხოვრებლებისთვის, აფეთქებისას ათასამდე ბავშვი იმყოფებოდა მოედანზე, რამდენიმე მათგანი დაშავებულია, დაჭრილია ქალაქის მერიც, რომელსაც ნამსხვრევი ფეხში მოხვდა.

მეხანძრეებმა და საავარიო სამსახურის თანამშრომლებმა დაზარალებულებს პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. უმეტესობა მსუბუქად დაშავდა, თუმცა ოთხი ადამიანი, მძიმე მდგომარებით, საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ყველა ახალი ამბავი
0