ექს-დეპუტატი ვასილ დავითაშვილი საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს

© Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ექს-დეპუტატი თვლის, რომ თავდასხმა მის პოლიტიკურ წარსულს უკავშირდება.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ვასილ დავითაშვილი თელავში ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო  "Новости-Грузия" შსს-ის პრესსამსახურზე დაყრდნობით.

საქართველოს „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ პირველი არხის ინფორმაციით, დავითაშვილი საკუთარი სახლის ეზოში დაჭრეს ფეხში, როდესაც ის სასაფლაოდან დაბრუნდა შინ. თავდამსხმელი „მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტით იყო შეიარაღებული.

ამ დროისათვის ექს-დეპუტატი საავადმყოფოშია გადაყვანილი. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პატრულის მანქანა - Sputnik საქართველო
ოზურგეთის მერმა და ჩოხატაურის დეპუტატმა ერთმანეთი სცემეს

„საზმაუს“ ინფორმაციით, ოჯახის წევრებმა თავდამსხმელი ამოიცნეს, ვინაიდან მას სახე დაფარული არ ჰქონია. ბოროტგანმზრახველმა, რომლის სახელიც არ კონკრეტდება, მიმალვა მოახერხა.

ექს-დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა მის პოლიტიკურ წარსულს უკავშირდებოდეს. თუმცა შსს აცხადებს, რომ მომხდარს საფუძვლად ყოფითი კონფლიქტი ედო.

ვასილ დავითაშვილი წარსულში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი და ქალაქ თელავის რაიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო.

აღძრულია სისხლის სამართლია საქმე

ყველა ახალი ამბავი
0