თბილისი, 3 აპრილი – Sputnik. ოზურგეთში, აღმაშენებლის ქუჩის დასაწყისში, ქალაქ ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ და ჩოხატაურის საკრებულოს ჩხაკაურას მაჟორიტარმა დეპუტატმა ბაკურ შარაშიძემ ერთმანეთი სცემეს, იუწყება „გურიის მოამბე“.
21 მარტი 2017, 18:21
გამოცემის ინფორმაციით, შემთხვევის ადგილზე მისული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები დაპირისპირებული მხარეების დამშვიდებას ცდილობდნენ. დაპირისპირების მიზეზი, სავარაუდოდ, ქალაქ ოზურგეთის ცენტრალურ სტადიონზე არსებული სპორტის სასახლის დემონტაჟიდან შემოსული თანხების განაწილება სახელდება.
ქალაქის მერი 70%-ს ითხოვდა, ხოლო დეპუტატი, რომლის ახლობლემიც ახორციელებდნენ ობიექტის დემონტაჟს, აღნიშნულს აპროტესტებდა.
ქალაქის მერიაში ჩხუბის ფაქტს არ ადასტურებენ.
