ქართული ავიაკომპანია ვნუკოვოს აეროპორტში მომხდარი ინციდენტის მიზეზებს იკვლევს

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკშიAirzena - Georgian Airways
Airzena - Georgian Airways - Sputnik საქართველო
გამოწერა
ავიაკომპანიის ინფორმაციით, მგზავრები ხომალდიდან ჩამოიყვანეს და ავტობუსებით ჩამოფრენილი მგზავრების ტერმინალში გადაიყვანეს.

თბილისი, 17 აპრილი — Sputnik. ავიაკომპანია Airzena — Georgian Airways იკვლევს, რატომ გადავიდა კომპანიის კუთვნილი თვითმფრინავი სავალი ბილიკიდან, იუწყება კომპანიის პრესსამსახური.

„გუშინ, თბილისი-მოსკოვის რეისზე, მოსკოვში ჩაფრენის შემდეგ, თვითმფრინავი მიემართებოდა სავალი ბილიკიდან სადგომისკენ, სვლის დროს მოსახვევში მარჯვენა ბორბლით გადავიდა სავალი ბილიკიდან გრუნტზე და გაჩერდა“, — ნათქვამია „აირზენას“ განცხადებაში.

გიორგი კვირიკაშვილი ქუთაისში - Sputnik საქართველო
ქუთაისში აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის მშენებლობა იწყება

ავიაკომპანიის ინფორმაციით, მგზავრები ხომალდიდან ჩამოიყვანეს და ავტობუსებით ჩამოფრენილი მგზავრების ტერმინალში გადაიყვანეს. ამის შემდეგ კი თვითმფრინავი სადგომზე გადაიყვანეს.

„უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე, ამ წუთამდე მიმდინარეობს შემოწმება, თუ რატომ მოხდა აღნიშნული ინციდენტი“, — აცხადებს Airzena — Georgian Airways.

ავიაკომპანიაში აღნიშნეს, რომ მოსკოვიდან მომავალი მგზავრებისთვის თბილისიდან გუშინვე გაიგზავნა თვითმფრინავი და აღნიშნული მგზავრები თბილისში გუშინ გვიან ღამით დაბრუნდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0