თბილისი, 16 აპრილი-Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ქვეყნის მოსახლეობას აღდგომის დღესასწაული მიულოცეს.
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ყველა ეკლესიაში შაბათ ღამეს საზეიმო მსახურება გაიმართა.
„ოცი საუკუნის წინ, ჩვენი ცოდვების გამო, მაცხოვარი ჩაეშვა ჯოჯოხეთში და აღსდგა რათა კაცობრიობისთვის ახალი სიცოცხლე ეჩუქებინა. ყოველ წელს, ჩვენ ვზეიმობთ სიკეთისა და სიყვარულის ბოროტებაზე გამარჯვებას. ქრისტე აღსდგა“- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში მის facebook გვერდზე.
გიორგი მარგველაშვილი საზეიმო წირვას მცხეთა-მთიანეთის რეგიონში, დუშეთში მდებარე ტაძარში დაესწრო.
მორწმუნეებს მიულოცა საქართველოს პრემიერ- მინისტრმაც.
„ღრმად მწამს, რომ ჩვენი ქვეყანა აუცილებლად დაიბრუნებს იმ დიდებას, რომელსაც ასე ვესწრაფით. პირველად, ალბათ, ერთმანეთის სიყვარულს დავიბრუნებთ და ხალხი გაერთიანდება. ხალხის ერთიანობის გარეშე ქვეყანა წარმატებას ვერ მიაღწევს“-ნათქვამია კვირიკაშვილის მიმართვაში მის facebook გვერდზე.
პრემიერ —მინისტრი კაბინეტის წევრებთან ერთად ესწრებოდა ღვთისმსახურებას წმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში.