საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ქრისტიანებს აღდგომის დღესასწაული მიულოცა

© Sputnik / Alexander Imedashviliსაქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
კათოლიკოს-პატრიარქმა მედიდურობა ყველაზე გავრცელებულ ცოდვად დაასახელა და მრევლს მონანიების მნიშვნელობა შეახსენა.

თბილისი, 16 აპრილი-Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქმა ილია მეორემ ყველა მორწმუნეს აღდგომის დღესასწაული მიულოცა და ცოდვების მონანიებისკენ მოუწოდა.

სადღესასწაულო მსახურება ილია მეორემ წმინდა სამების საკათედრო ტაძარში ჩაატარა.

„აღსდგა ქრისტე და მასთან ერთად ძველი აღთქმის ყველა წმინდანის სული. ქრისტეს აღდგომით თვითეულ ჩვენგანსაც შეუძლია დაამარცხოს სიკვდილი და სამოთხეში მოხვდეს“,-ნათქვამია ილია მეორეს სააღდგომო ეპისტოლეში.

ამავე დროს, კათოლიკოს-პატრიარქმა მრევლს  ცდუნებები და ცოდვები შეახსენა.

„თვითეული ჩვენგანის გული ბოროტისა და კეთილის ბრძოლის ასპარეზია, სუსტი ბრძოლის, რადგან ჩვენ არ ძალგვიძს წინ აღვუდგეთ მას. არიან ადამიანები, ვინც ცდუნების საწინააღმდეგოდ თავიდანვე ძლიერი წინაღობები შექმნეს, სხვანი იოლად თმობენ პოზიციებს, არიან ისეთებიც, ვისაც საჭიროდ არ მიაჩნია ნათლობა და ცოდვილ ცხოვრებას მეორე დღესვე უბრუნდებიან“ — ნათქვამია ეპისტოლეში.

სააღდგომო კვერცხები - Sputnik საქართველო
აღდგომა და სააღდგომო ტრადიციები საქართველოში

ცოდვა იქიდან მოდის, რომ ადამიანს საკუთარი თავი უფრო ბრძენი ჰგონია ვიდრე უფლის მცნებები და კანონები. ასეთი ადამიანები ბზარს უჩენენ ეკლესიას, ეს კი დიდი დანაშაულია. ყველაზე გავრცელებულ ცოდვად კათოლიკოს-პატრიარქმა პატივმოყვარეობა დაასახელა.

„ეგოისტური „მე“ – სგან განდგომა და საკუთარი თავის პირუთვნელი შეფასება უდიდესი ღირსება და აუცილებელი პირობაა ქრისტიანული ცხოვრებისა', — ბრძანა მან. 

კიდევ ერთი უპატიებელი ცოდვა, პატრიარქის განმარტებით, თვითმკვლელობაა.

„ვინც შეგნებულად დგამს ასეთ ნაბიჯს, რა თქმა უნდა, ვერ უძლებს საკუთარი ჯვარის სიმძიმეს. ასეთ ადამიანებს სინამდვილეში არასწორი აზროვნება აქვთ. მთავარი შეცდომა ისაა, რომ ეულად ცდილობენ ებრძოლონ სირთულეებს და საკუთარი ძალით უნდათ  მასთან გამკლავებას“-ნათქვამია ეპისტოლეში.

ამავე დროს უწმინდესმა მრევლს სინანულის აუცილებლობა შეახსენა.

ცეცხლის გადმოსვლა ქრისტეს საფლავთან - Sputnik საქართველო
თბილისში აღდგომას აღნიშნავენ

„სინანული ზეციური ნიჭია და წყალობაა, რომელიც ღვთის მსჯავრსაც კი სცვლის; სცვლის პიროვნებისადმი როგორც შემოქმედის, ისე მოყვასის დამოკიდებულებას.  მეძავიც, ქურდიც, ამპარტავანიც, მოშურნეც, ლოთიც, შეურაცხმყოფელიც და მოძალადეც… გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მთელ ჭუჭყს იცილებს და ბოროტებას ასამარებს", — ნათქვამია ეპისტოლეში. 

აღდგომის დღესასწაულის შემდეგ დაიწყო სააღდგომო კვირა, როცა მორწმუნეები ერთმანეთს ქრისტეს აღდგომას ულოცავენ. სადღესასწაულო ღვთისმსახურება ეკლესიებში მთელი კვირა გაგრძელდება.

აღდგომის მეორე დღეს, საქართველოში, ტრადიციულად, მორწმუნეები სასაფლაოებზე გადიან გარდაცვლილთა სულების მოსახსენებლად. ეს დღე საქართველოში უქმეა

 

ყველა ახალი ამბავი
0