თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. მსოფლიოს უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში საქართველო მაქსიმალური 7 ქულიდან 6, 01 ქულით 29-ე ადგილზე გავიდა, რეიტინგში სულ 136 ქვეყანა მოხვდა, ნათქვამია მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის საიტზე გამოქვეყნებულ 2017 წელს მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში კონკურენტუნარიანობის ინდექსში.
ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად მიჩნეულია ფინეთი (6,65 ქულა). მის გარდა პირველ ათეულში შედიან:
- არაბეთის გაერთიანებული საამიროები — 6,6 ქულა
- ისლანდია — 6,57 ქულა
- ომანი — 6,49 ქულა
- ჰონკონგი — 6,47 ქულა
- სინგაპური — 6,45 ქულა
- ნორვეგია — 6,41
- შვეიცარია — 6,41 ქულა
- რუანდა — 6,39 ქულა
- კატარი — 6,33 ქულა.
რეიტინგის მიხედვით ყველაზე საშიში ქვეყნა კოლუმბიაა 2,59 ქულით.
რაც შეეხებათ საქართველოს უახლოეს მეზობლებს, უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში სომხეთმა 34-ე ადგილი დაიკავა 5,68 ქულით, აზერბაიჯანმა — 35 ადგილი 5,85 ქულით, თურქეთი 116-ე ადგილზე გავიდა 4,05 ქულით, ხოლო რუსეთი 109-ადგილზეა 4,31 ქულით.
მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროში კონკურენტუნარიანობის ინდექსს 11 წელია აქვეყნებს. აღნიშნული ინდექსი ზომავს ამა თუ იმ ქვეყანაში გატარებულ იმ პოლიტიკასა და მთელ რიგ ფაქტორებს, რომლებიც ტურიზმისა და მოგზაურობის სფეროს მდგრად განვითარებას უწყობს ხელს.
ოფიციალური მონაცემებით, მხოლოდ 2016 წელს საქართველოში 6,3 მლნ-ზე მეტი უცხოელი მოგზაური ჩამოვიდა, რაც 7,6%-ით მეტია 2015 წელთან შედარებით. ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 2 მლრდ დოლარზე მეტი შეადგინა.
პორტალ Numbeo-ს მიერ ჩატარებული კვლევების თანახმად, საქართველომ მე-7 ადგილი დაიკავა მსოფლიოს 125 ქვეყანას შორის უსაფრთხოების რეიტინგში.