საქართველოს მთის ტრადიცია: რომანტიული ღამით დაწყებული ქალ-ვაჟის ურთიერთობები

© პირადი არქივიგიორგი ცოცანიძე
გიორგი ცოცანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„ჩაგილალე ციკნებიო, შენი წაწალ ვიქნებიო“- ალბათ თანამედროვე თინეიჯერ ქართველ გოგო-ბიჭებს, რომელმაც ეს თემა კარგად არ იცის, ასეთი სიტყვები რომელიღაც სახუმარო გათვლიდან ეგონებათ. სინამდვილეში ეს საქართველოს მთის ერთი ტრადიციის გამომსახველი ფრაზაა.

ალბათ ვისაც წაწლობისა და სწორფრობის შესახებ წარმოდგენა არა აქვს, მის მიმართ არაერთგვაროვანი მოსაზრება გაუჩნდება. ეს იყო გოგოსა და ვაჟის ურთიერთობის უნიკალური მოდელი, რომელიც ფიზიკურ სიახლოვეს კატეგორიულად გამორიცხავდა, წაწლები ერთმანეთის მიმართ სიცოცხლის ბოლომდე რომანტიულ ურთიერთობაშიუნდა დარჩენილიყვნენ, თუმცა წაწლობა-სწორფრობა- თავიდან ქალისა და ვაჟის ღამის ერთად გატარებით იწყებოდა… მთის ამ ქართულ ტრადიციაზე ეთნოლოგი გიორგი ცოცანიძე მოგვითხრობს.

© პირადი არქივიგიორგი ცოცანიძე
გიორგი ცოცანიძე - Sputnik საქართველო
გიორგი ცოცანიძე

-ბატონო გიორგი, რა ტრადიცია იყო წაწლობა, იგივე სწორფრობა?

— ამ თემაზე სტატია მაქვს დაწერილი, რომელიც ჯულიეტა რუხაძისადმი მიძღვნილ კრებულშია შეტანილი. ეს ტრადიცია იყო ბავშვობის ასაკიდან გამომავალი ჭაბუკობისა და ქალიშვილობის ასაკში შემავალი ახალგაზრდების ძალიან ფაქიზი ყოველგვარი ეროტიული გრძნობებისგან დაცლილი თავისუფალი ურთიერთობა. ეს ტრადიცია საქართველოს მთაში მხოლოდ ორ კუთხეს: ხევსურეთსა და ფშავს ახასიათებდა. ხევსურეთში მას სწორფრობა ერქვა, ფშავში კი- წაწლობა. ფაქტობრივად ორივე ერთი და იგივე მოვლენა იყო, ოღონდ ხევსურეთში ეს გვიანობამდე შემორჩა, იმ ფორმით რა ფორმითაც ოდითგანვე იყო და ფშავში ცოტა ადრევე გამსუბუქდა.

-გამსუბუქებაში რას გულისხმობთ?

— ხევსურეთსა და ფშავში აკრძალული იყო წაწლებს ანუ სწორფერებს შორის ქორწინება, ეროტიული გრძნობებისთვის თავისუფლების მიცემა კი პირდაპირ ისჯებოდა. თუკი ხევსურეთში სწორფერნი ერთმანეთზე დაქორწინდებოდნენ, მათ თემი თავისგან გააძევებდა. არ მინდა ვახსენო და ხევსურეთიდან ერთი ძალიან ცნობილი ოჯახი სწორედ ამ მიზეზით, ანუ სწორფერთა შეუღლების გამო იყო გამოდევნილი და ფშავში ცხოვრობდა.

- ამ ტრადიციის არსი რა იყო? იქნებ, თანამედროვე თინეიჯერებისთვის ეს ცოტა გაუგებარი აღმოჩნდეს, ანუ ეს იყო სულის და სხეულის ერთგვარი წრთობა?

— იცით, გოგო-ბიჭს ერთმანეთის მიმართ ინტერესი რომ უჩნდება, ეს ინტერესი პირველ ყოვლისა სუფთაა და არა ეროტიული, რომანტიულია. ხევსურეთში ასეთი ტრადიცია იყო: როცა უცხო სტუმარი მოდიოდა სოფელში, მასპინძელი ამ უცხო სტუმარს გაუმართავდა სწორფერთა, ახალგაზრდების წვეულებას, რომელსაც „ახალ-უხალი“ ერქვა.

© პირადი არქივიგიორგი ცოცანიძე და ჰიროტაკე მაედა
გიორგი ცოცანიძე და ჰიროტაკე მაედა - Sputnik საქართველო
გიორგი ცოცანიძე და ჰიროტაკე მაედა

-მიუხედავად იმისა, ეს სტუმარი რა ასაკის და სქესის იყო?

— ამას ჩვეულებრივ სტუმარ ვაჟებს უმართავდნენ. ამ ახალ-უხალში ახალგაზრდა გოგო- ბიჭობა იყრიდა თავს. მათ შორის მიდიოდა გართობა-ლხინი და ასეთ დროს მოგეხსენებათ ახალგაზრდები ერთმანეთს თვალს შეავლებდნენ ხოლმე. ამ დროს გაიმართებოდა ე.წ. „ელჩობა“. ერთი მეორეს ანუ ვაჟი თავის ნათესავს, ახლობელს გაუგზავნიდა იმ ქალიშვილს, რომელთანაც მას სწორფრობის სურვილი ჰქონდა. ასეთი თავყრილობები გვიანობამდე გრძელდებოდა. ახალ-უხლის წევრები ერთიმეორესთან დაწყვილდებოდნენ და ღამეს ერთად ათევდნენ.

- იგულისხმება ღამე — ყოველგვარი ფიზიკური სიახლოვის გარეშე, მართალია, სულ სხვა არსის შემცველია, მაგრამ აქ იაპონური გეიშა გამახსენდა, იქაც მხოლოდ საუბრისა და სულიერი სიახლოვის შემცველი იყო ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა…

— დიახ, ეს იყო ღამე ფიზიკური სიახლოვის გარეშე, მათ შორის მიდიოდა თბილი საუბარი, ვაჟი თავის სანადირო, ან ცხოვრების თავგადასავლებს უყვებოდა, ქალიშვილი თავის ტოლ-სწორებზე უამბობდა. თუკი მათ ერთმანეთი მოეწონებოდათ და ურთიერთობის გაგრძელების სურვილი ორივეს გაუჩნდებოდა, ის გაგრძელდებოდა და ისინი უკვე ერთმანეთის სწორფერები ხდებოდნენ. დაქორწინების უფლება მათ არ ჰქონდათ, თუშეთში ამას დობილ-ძმობილობა ერქვა. დობილი და წაწალი — ეს ტერმინები თუშეთში არ იყო და არც ასეთი ჩამოყალიბებული ურთიერთობა ამ ტოლ-სწორებს შორის.

ხევსურები - Sputnik საქართველო
მათ შეეძლოთ განეცადათ სიყვარული, რომელიც შესაძლოა არ ჰქონოდათ ქორწინებაში...

- ურთიერთობის ეს რომანტიკა ზოგჯერ ალბათ გარკვეულ დრომდე იყო, რადგან ქალს და ვაჟს, შესაძლოა, ერთმანეთის მიმართ სხვა გრძნობებიც გასჩენოდათ, ბოლოს და ბოლოს დაქორწინების სურვილი. მთის კანონები ამგვარ სურვილს ერთგვარ ღალატად ან გადახრად თვლიდა?

— მე მიგითითებთ ამ თემაზე ისევ ნათელა ბალიაურის მიერ დაწერილ წიგნს „სწორფრობა ხევსურეთში“, სადაც ნახსენებია, რომ „ქალისა და ვაჟის წოლა-დგომაო ანუ ერთად წოლა, სწორფრობა ღვთის გაჩენილი არსო“, ანუ ღმერთის დაწესებულია, მაგრამ ამ ღვთის გაჩენილის, ანუ ურთიერთობის შებღალვა ქვენა გრძნობებით არ შეიძლებოდა. ყოველი ასეთი შებღალვა თემიდან მოკვეთით ისჯებოდაო. ზოგჯერ ამ ნიადაგზე მკვლელობაც ხდებოდა. ქალის მხარე, ანუ ქალის ძმა ხშირად სწორფრობის წესის დამრღვევ ვაჟს კლავდა…

© პირადი არქივიეთნოგრაფი გიორგი ცოცანიძე ახალგაზრდებთან ერთად
ეთნოგრაფი გიორგი ცოცანიძე ახალგაზრდებთან ერთად - Sputnik საქართველო
ეთნოგრაფი გიორგი ცოცანიძე ახალგაზრდებთან ერთად

- ბატონო გიორგი, ამ ტრადიციებს რელიგიასთან კავშირი თუ ჰქონდა და როდიდან აიკრძალა?

— ხევსურეთიდან ეს გასაბჭოების მერე გადავარდა, 20-30-იან წლებამდე ისევ გრძელდებოდა, მაგრამ რახან ეს დიახაც, რელიგიურ რწმენებთან იყო დაკავშირებული. გასაბჭოების მერე ანტირელიგიური და ანტიპატრიარქალური პროპაგანდა რომ დაიწყო, ამას შეეწირა. რაც შეეხება ფშავურს, ეს ტრადიცია იქ უფრო ადრე გამსუბუქდა. ფშავლები ცოტა უფრო თავისუფალი, ნაკლებად რელიგიური ხალხია. უღმერთოები არ არიან. რადგან მათ რელიგიასთან ჰქონდა კავშირი.

- ხალხურ პოეზიაში ეს ტრადიცია ასახულია. თქვენს რომელი გახსენდებათ?

— დიახ, ყოფილ წაწლებს შორის შაირ-კაფიაობა იმართებოდა ხოლმე, მე ერთ პატარა ლექსს გავიხსენებ:

„წამომებერა მუცელი, შენი ბრალია წაწალო,

დასდიხარ ფეხშიშველაი-შაგცივდებოდა საწყალო“…

ამ თემაზე ვაჟას დაწერილიც მახსენდება:

„ტყუილად აშფოთდებიან ჩემნი წაწალნი იანი,

ამაოდ ჩამოხდებიან ციდამ ვარსკლავნი ბარადა“.

— წაწალთან კონტექსტში იის ხსენება, მოგეხსენებათ, რასაც უნდა ნიშნავდეს. ია ხომ სიწმინდის მაქსიმალური გამოხატულებაა და ამით ყველაფერია ნათქვამი…

 

ყველა ახალი ამბავი
0