მსოფლიოს ყველაზე უცნაური სასიყვარულო ტრადიციები

© Sputnik / Levan Avlabreliმსოფლიოს უცნაური სასიყვარულო ისტორიები
მსოფლიოს უცნაური სასიყვარულო ისტორიები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სასიყვარულო ტრადიციებს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებული ეტიმოლოგია და ახსნა აქვს. შეგახსენებთ მათგან ყველაზე უცნაურსა და განსხვავებულებს.

ძველ ეგვიპტეში მდინარე ნილოსთან დაკავშირებული ერთი საკმაოდ უცნაური ტრადიცია არსებობდა. იმისთვის, რომ მდინარე ყოველთვის უხვწყლიანი ყოფილიყო, ფარაონები, რომლებსაც დედამიწაზე ღმერთის მიერ წარგზავნილად თვლიდნენ, მდინარის განაყოფიერების, ეაკულაციის ცერემონიალს საჯაროდ ახდენდნენ…

ცნობილია, რომ უძველეს საბერძნეთში არატრადიციული ურთიერთობები მამაკაცებს შორის ნორმად ითვლებოდა. ერთსქესიანთა ურთიერთობის ყველზე უფრო გავრცელებულ ფორმად აღიარებული იყო მოზრდილ მამაკაცსა და ყმაწვილ ბიჭს შორის კავშირი.

გულები თბილისური მაღაზიის ვიტრინაში - Sputnik საქართველო
სიყვარულის დღე საქართველოში

ინდოეთში, უჩვეულო ცერემონიალი არსებობდა. იქ, მურიის ტომში არსებობს ტრადიცია, რომელსაც გოტული ჰქვია. ესაა ზეიმი, რომლის დროსაც უფროსები თავის სხვადასხვა ცოდნას ახალგაზრდებს გადასცემენ, მათ შორის სქესთა შორის ურთიერთობის სფეროშიც.ზეიმის დროს სხვადასხვაგვარი სასიყვარულო ცერემონიალი იმართება ხოლმე.

ნიგერიაში დღემდე არსებობს ქმრის არჩევის ტრადიცია, ყოველწლიური ფესტივალის, გერევოლის დროს, ამ ტომის მამაკაცები თავის საუკეთესო სამოსში ეწყობიან, ისმევენ მაკიაჟს, რის შემდეგაც ქალების წინაშემწკრივდებიან. ქალებმა მათ შორის ახალი ქმარი უნდა ამოირჩიონ. ამ სახის კავშირი იქ "სიყვარულით ქორწინებად" ითვლება.

ჰიმალაებში მიღებულია, რომ ორ ძმას მხოლოდ ერთი ცოლი უნდა ჰყავდეს. იმისთვის, რომ ძმებმა კუთვნილი მამა პაპისეული მიწა არ გაჰყონ, ნეპალში ოჯახში მყოფ ვაჟებს შორის ერთი ცოლის ყოლის წესი შემოიღეს.

ხევსურები - Sputnik საქართველო
მათ შეეძლოთ განეცადათ სიყვარული, რომელიც შესაძლოა არ ჰქონოდათ ქორწინებაში...

გაიტში, ჩანჩქერ სოდოსთან უჩვეულო რელიგიური ზეიმი იმართება. ყოველ დილას, ვუდუისტი მომლოცველებიამ წმინდა ადგილას ჩანჩქერის ქვეშ შიშველი ბანაობენ, რის შემდეგაცზოგი მათგანი ინტიმურ ცეკვაში იღებს მონაწილეობას.

ინდონეზიაში დღემდე აღნიშნავენ დღესასწაულს,სახელად პონ, ანუ 7 პარტნიორი ბედნიერი ცხოვრებისთვის. ამგვარი ზეიმი წელიწადში შვიდჯერ იმართება. ხალხი იღბლისა და ბედნიერების მოსაზიდად კუნძულ აივაზე არსებულ წმინდა მთაზე ადის. ზეიმის მონაწილე ქალები ღამეს უცნობ ვაჟებთან ატარებენ. ადგილობრივებს სჯერათ, რომ იღბალიიმის მხარეს იქნება, ვისაც წელიწადში შვიდჯერ ერთი და იგივე პარტნიორთან მოუწევს კავშირის დამყარებას.

პაპუა ახალ გვინეაში ტრობრიანცის ტომი თავისი მაგიური შელოცვებით იყო ცნობილი, რომელსაც ორმხრივი გრძნობების გამოწვევისთვის იყენებენ. ტრობრიანების ტომში სექსუალური ცხოვრება ძალიან ადრეულ ასაკში, გოგონებისთვის 6-8, ბიჭებისთვის 10-12 წლის ასაკში იწყება. ამ ტომში ახალგაზრდებს ქორწინებამდე სასიყვარულო აქტის უფლება ეძლევათ, თუმცა მათ ერთად ვახშმობა აკრძალული აქვთ.

 

ყველა ახალი ამბავი
0