სიყვარულის დღე საქართველოში

© Sputnik / Alexander Imedashviliგულები თბილისური მაღაზიის ვიტრინაში
გულები თბილისური მაღაზიის ვიტრინაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ჩვენში სიყვარულის დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება — 14 თებერვალსა და 15 აპრილს.

თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. საქართველოში სიყვარულის დღე 15 აპრილს 1990-იანი წლების დასაწყისიდან აღინიშნება შოუბიზნესის წარმომადგენელ ბესიკ ჩუბინიძის ინიციატივით, როგორც ვალენტინობის ალტერნატივა. 

შოუმენის წამოწყებამ ნაწილობრივ გაამართლა — საქართველოში ახალი დღესასწაულის დაწესებას ენთუზიაზმით შეხვდნენ, თუმცა არც ძველის აღნიშვნა შეუწყვეტიათ.

ასე რომ ახლა ჩვენში სიყვარულის დღე წელიწადში ორჯერ აღინიშნება — 14 თებერვალსა და 15 აპრილს.

© Sputnik / Maria Tsimintiaიხილეთ ლონგრიდი "სიყვარული ქართული აქცენტით!" - გადადით გვერდზე!
იხილეთ ლონგრიდი სიყვარული ქართული აქცენტით! - გადადით გვერდზე! - Sputnik საქართველო
იხილეთ ლონგრიდი "სიყვარული ქართული აქცენტით!" - გადადით გვერდზე!

პრინციპში, ეს გასაკვირი არცაა, ტემპერამენტული და ქარიზმატული ქართველი მამაკაცებისა და ულამაზესი, იდუმალებით აღსავსე ქალების გათვალისწინებით. 

სიყვარულის დღეს განსაკუთრებით ახალგაზრდობა აღნიშნავს და ერთმანეთს სხვადასხვა სახის საჩუქრებს უძღვნიან: დაწყებული შოკოლადის ფილით, დასრულებული გიჟური გართობით. ის კი არა, ზოგიერთები სწორედ ამ დღეს ამთხვევენ ხელის თხოვნას.

© photo: Sputnik / Mariam Tsimintiaსიყვარული ეს...
სიყვარული ეს... - Sputnik საქართველო
სიყვარული ეს...
ყველა ახალი ამბავი
0