თბილისი, 15 აპრილი — Sputnik. უკრაინული ავიაკომპანია Bravo Airways საქართველოს მიმართულებით რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებას იწყებს, ხოლო ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo კი ფრენის სიხშირეს ზრდის, იუწყებაეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო.
უკრაინული ავიაკომპანია Bravo Airways, რომელიც გასული წლის განმავლობაში კიევსა და ბათუმს შორის ჩარტერულ საჰაერო მიმოსვლას ასრულებდა, აღნიშნული
ფრენები 2 სექტემბრამდე კვირაში ორჯერ შესრულდება ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს Boeing B737-ისადა MD83-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით.
ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo კი, რომელიც საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს, მიმდინარე წლის ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისი-ჰურგადა-თბილისის საჰაერო ხაზზე ფრენებს გაზრდილი სიხშირით შეასრულებს.
„ავიაკომპანია საჰაერო ხაზზე ოპერირებას ეტაპობრივად გაზრდის. კერძოდ, 8 მაისიდან არსებულ ორ სიხშირეს დაემატება ერთი და რეისები ყოველ ორშაბათს, სამშაბათსა და შაბათს შესრულდება. 23 ივნისიდან ჰურგადიდან თბილისის მიმართულებით ფრენებს Air Cairo პარასკევობითაც შეასრულებს, ხოლო 5 ივლისიდან ოქტომბრის ბოლომდე ოპერირება კვირაში ხუთჯერ განხორციელდება (დაემატება ოთხშაბათი)“, — ნათქვამია სამოქალაქო საავიაციო სააგენტოს ვებგვერდზე.
ავიარეისები Airbus A320-ისა და Boeing B737-ის ტიპის საჰაერო ხომალდებით შესრულდება.
საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ უკრაინულ ავიაკომპანიას ფრენის ნებართვა, ხოლო ეგვიპტურ ავიაკომპანიას დამატებითი სიხშირეებით რეგულარული ფრენების ნებართვა 2017 წლის აპრილში მისცა.