ზაფხულში პეტერბურგიდან ბათუმში ფრენებს "ნორდავია" გეგმავს

© photo: Sputnik / S.SoloviovТу-154
Ту-154 - Sputnik საქართველო
გამოწერა
რუსულმა ავიაკომპანია "ნორდავიამ" საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ზაფხულის სეზონზე ბათუმში რეისების განხორციელების ნებართვისთვის მიმართა.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. ქართულ ავიაბაზარზე რუსული კომპანია "ნორდავია" შემოდის, რომელიც ივნისიდან სანქტ-პეტერბურგი-ბათუმი-სანქტ-პეტერბურგის რეისების განხორციელებას გეგმავს.

შესაბამისი განაცხადი "ნორდავიამ" უკვე შეიტანა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში, განუცხადეს "Sputnik–საქართველოს".

ფრენები სანქტ-პეტერბურგიდან ბათუმის მიმართულებით შესრულდება ზაფხულის საკურორტო სეზონის განმავლობაში – 3 ივნისიდან 28 ოქტომბრის ჩათვლით.

ურალის ავიახაზები - Sputnik საქართველო
სოჭსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება

ამჟამად საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლას ოთხი ავიაკომპანია ახორციელებს: რუსეთის მხრიდან S7 Airlines-ი, "აეროფლოტი" და "ურალის ავიახაზები", ხოლო საქართველოს მხრიდან — Airzena–Georgian Airways-ი. სულ ქართულ ავიაბაზარზე 33 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც მსოფლიოს 20 ქვეყანაში 46 მიმართულებით ფრენენ.

საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ვიზიტები ყოველწლიურად იზრდება. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2016 წელს საქართველოს დაახლოებით 1,4 მილიონი რუსი ვიზიტორი ეწვია, რაც 2015 წლის მონაცემებზე 12%-ით მეტია.

2016 წელს საქართველოს სულ 6,3 მილიონზე მეტი უცხოელი სტუმარი ეწვია.

ყველა ახალი ამბავი
0