სოჭსა და თბილისს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა დაიწყება

© photo: Sputnik / Mikhail Fomichev / გადასვლა მედიაბანკშიურალის ავიახაზები
ურალის ავიახაზები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოჭი–თბილისი რეისის გარდა, „ურალის ავიახაზები“ მაისში სანკტ-პეტერბურგი — ქუთაისის მარშრუტით ფრენებს დაიწყებს.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. რუსული კომპანია „ურალის ავიახაზები“ 1 მაისიდან სოჭი — თბილისი პირდაპირ რეგულარულ ავიარეისების განხორციელებას დაიწყებს, ნათქვამია „ურალის ავიახაზების“ განცხადებაში.

ფრენები ორივე მიმართულებით კვირაში ორჯერ — ორშაბათს და პარასკევს განხორცილდება.

„ურალის ავიახაზები“ — ერთადერთი რუსული ავიაკომპანიაა, რომელიც საქართველოს დედაქალაქის მიმართულებით სოჭიდან პირდაპირ ფრენებს განახორციელებს, ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

Wizz Air - Sputnik საქართველო
ლონდონსა და ქუთაისს პირდაპირი ავიარეისები დააკავშირებს

ავიაკომპანია კიდევ ერთ მიმართულებას ამატებს — 3 მაისიდან კვირაში ერთხელ ოთხშაბათობით საერთაშორისო რეისი სანტ-პეტერბურგი — ქუთაისი შესრულდება.

„რუსეთსა და საქართველოს მჭიდრო ეკონომიკური და კულტურული კავშირები აკავშირებს, ამიტომაც მოსახერხებელი სატრანსპორტო მიმოსვლა ორივე ქვეყნის მცხოვრებთათვის ძალზე მნიშვნელოვანია“, — ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

ამჟამად ავიაკომპანია საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირ რეგულარულ რეისებს შემდეგი მიმართულებებით ასრულებს: მოსკოვი — ქუთაისი, ეკატერინბურგი — თბილისი, სანქტ–პეტერბურგი — თბილისი, მოსკოვი — ბათუმი, სანქტ–პეტერბურგი — ბათუმი და ეკატერინბურგი — ბათუმი.

საქართველოსა და რუსეთს შორის ავიარეისებს ოთხი ავიაკომპანია ახორციელებს: რუსული მხრიდან S7 Airlines, „აეროფლოტი“ და „ურალის ავიახაზები“, ქართული მხრიდან — Airzena — Georgian Airways.


ყველა ახალი ამბავი
0