მუსიკალური ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე 2017" პროგრამა

© International Music Festival "Autumn Tbilisi"ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ–კულტურული ცენტრი
ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ–კულტურული ცენტრი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება კლასიკური, საოპერო და საგუნდო მუსიკის კონცერტები – "Sputnik–საქართველო" ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე" დეტალურ აფიშას გთავაზობთ.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე", რომელიც, ტრადიციისამებრ, ეძღვნება კლასიკურ, საოპერო და საგუნდო მუსიკას, საქართველოში მეთორმეტედ გაიმართება.

ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალური ცენტრი - Sputnik საქართველო
საქართველოში ჩატარდება ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე"

კონცერტები გაიმართება 20 აპრილიდან 25 მაისის ჩათვლით თბილისში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში. 2017 წელს ფესტივალის "აღდგომიდან ამაღლებამდე" საინფორმაციო პარტნიორია საინფორმაციო სააგენტო და რადიო "Sputnik საქართველო".

წელს ფესტივალი ეძღვნება ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის 100 და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია მეორის ინტრონიზაციის 40 წლისთავს.

ფესტივალის აფიშა

თბილისი

20 აპრილი

ფესტივალი "აღდგომიდან ამაღლებამდე" საზეიმოდ გაიხსნება გალა-კონცერტით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ საოპერო ხელოვნების ქართველი და მსოფლიო ვარსკვლავები. საღამოს სტუმარი პირველად იქნება ცნობილი იტალიელი ბანი ფრანჩესკო ელერო დ'არტენია. მონაწილეობენ თბილისის სიმფონიური ორკესტრი და საქართველოს სახელმწიფო კაპელა. დიტიჟორი – ვახტანგ კახიძე.

კონცერტი ჩატარდება ჯანსუღ კახიძის სახელობის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში (აღმაშენებლის 123.125).

დასაწყისი: 19:30

23 აპრილი

ვინჩენცო ბელინის ოპერა "ნორმა" (საქართველოში საკონცერტო შესრულების პრემიერა). მონაწილეობენ: იანო ალიბეგაშვილი, ქეთევან ქემოკლიძე, ზორან ტოდოროვიჩი (გერმანია), ფრანჩესკო ელერო დ"არტენია, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ორკესტრი და გუნდი, დირიჟორი ხოსე ლუის გომესი (ესპანეთი).

ოპერა შესრულდება ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე (რუსთაველის გამზირი, 25).

დასაწყისი: 20:00

3 მაისი

ეროვნული საშემსრულებლო ხელოვნების ახალგაზრდა მუსიკოსთა გალა–კონცერტი. მონაწილეობენ ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის მუსკალური სემინარიის, ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური მუსიკალური სკოლა "ნიჭიერთა ათწლედის", ევგენი მიქელაძის სახელობის თბილისის ცენტრალური მუსიკალური სასწავლებლისა და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის მოსწავლეები.

კონცერტი გაიმართება თბილისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლე

დასაწყისი: 16:00

23 მაისი

საქართველოს კამერული ორკესტრი "საქართველოს სიმფონიეტა". სოლისტი: ქეთევან ქემოკლიძე (ფორტეპიანო, აშშ).

კონცერტი გაიმართება ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში.

დასაწყისი: 16:00

რეგიონები

30 აპრილი

კომპოზიტორ ნუნუ გაბუნიას საიუბილეო საღამო. მონაწილეობენ ცნობილი ქართველი შემსრულებლები.

საღამო გაიმართება თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის დრამატულ თეატრში.

დასაწყისი: 18:00

24 მაისი

კამერული ორკესტრი "საქართველოს სიმფონიეტა". სოლისტი: ქეთევან ქემოკლიძე (ფორტეპიანო, აშშ).

კონცერტი გაიმართება ქუთაისის ოპერის თეატრში.

დასაწყისი: 19:00

25 მაისი

კამერული ორკესტრი "საქართველოს სიმფონიეტა". სოლისტი: ქეთევან ქემოკლიძე (ფორტეპიანო, აშშ).

კონცერტი გაიმართება ბათუმის ხელოვნებისა და მუსიკის ცენტრში

დასაწყისი: 18:00

 

ყველა ახალი ამბავი
0