კალაძე: აზერბაიჯანი საქართველოს ბუნებრივი აირის მოთხოვნილებას სრულად აკმაყოფილებს

© Sputnik / Alexander Imedashviliენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე
ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წარმატებით ვითარდება აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის ენერგეტიკული ხიდის პროექტი და პირველად 2016 წელს დაწყებული აზერბაიჯანული ელექტროენერგიის მიწოდება თურქეთისთვის საქართველოს გავლით.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. აზერბაიჯანი ხელ უწყობს საქართველოს ენერგოუსაფრთხოების ზრდას, განაცხადა საქართველოს ვიცე–პრემიერმა და ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ, იუწყება "Sputnik–აზერბაიჯანი" სააგენტო Trend–ზე დაყრდნობით.

ქართველი მინისტრის განცხადებით, აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) უზრუნველყოფს საქართველოს სოციალური სექტორის (ყოფითი და ენერგეტიკული ობიექტები) გარანტირებულ, უწყვეტ და საიმედო გაზმომარაგებას საქართველოს მთავრობასთან ხელმოწერილი მემორანდუმისა და საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციასთან შეთანხმებების საფუძველზე, რაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების ამაღლებას.

ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
კალაძე: საქართველო 2017 წელს "გაზპრომისგან" ბუნებრივ აირს არ შეიძენს

"აზერბაიჯანი ორი გაზსადენით თითქმის სრულად აკმაყოფილებს საქართველოს მოთხოვნილებას ბუნებრივ აირზე. ამ გაზსადენებით აზერბაიჯანიდან საქართველოში მიწოდებული ბუნებრივი აირის სადღეღამისო მოცულობა 10,5–11,5 მილიონ კუბომეტრს შეადგენს. სავარაუდოდ, ეს მოცულობა, პროექტ "შახდენიზი–2"–ის ფარგლებში, გაიზრდება", – განაცადა კალაძემ.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ქართული მხარე მიესალმება აზერბაიჯანის სახელმწიფო ნავთობკომპანიის მონაწილეობას ქვეყნუს ენერგეტიკულ სექტორში. კომპანია SOCAR Georgia Gas Ltd. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გაზიფიკაციის უმსხვილეს პროექტს ასრულებს. სამუშაოები 2009 წელს საქართველოს მტავრობასა და SOCAR–ს შორის ხელმოწერილი კონტრაქტის ფარგლებში წარმოებს. მიმდინარეობს გამანაწილებელი ქსელის აღდგენა და მშენებლობა. 2009–2016 წლების პერიოდში საქართველოში 200 ათასზე მეტი მომხმარებელი და დაახლოებით 600 დასახლებული პუნქტი გაზმომარაგების ქსელს შეუერთდა.

"პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი განხორციელდება 2017 წელს. ამა წლის ბოლოს მოსახლეობის 75% ბუნებრივი აირის მიღებას შეძლებს", – დასძინა კალაძემ.

საქართველო-გერმანიას შორის შეთანხმების გაფორმება - Sputnik საქართველო
გერმანია საქართველოს ელექტროგადამცემი ქსელის განვითარებაში დაეხმარება

რაც შეეხება სს "საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის" პრივატიზების საკითხს, მინისტრმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ადრე განიხილეს, თუმცა კონკრეტული გადაწყვეტილებები არ მიუღიათ. კალაძემ დასძინა, რომ SOCAR–ის რაიმე შესაძლო ინტერესი ამ პროცესში განხილული არ ყოფილა.

აზერბაიჯანი–საქართველო–თურქეთის ენერგეტიკულ ხიდზე საუბრისას კალაძემ აღნიშნა, რომ ხიდის მუშაობა წარმატებით მიმდინარეობს.

"2016 წელს პირველად აზერბაიჯანიდან თურქეთში საქართველოს გავლით დაახლოებით ერთი მილიარდი კილოვატ/სთ ელექტროენერგია გაიგზავნა", – განაცხადა კახა კალაძემ.

აზერბაიჯანი საქართველოში ბუნებრივი აირის ძირითადი მიმწოდებელია. მისი წილი ქვეყანაში იმპორტის საერთო მოცულობის 77,9%–ია.

ყველა ახალი ამბავი
0