საქართველო დედაენის დღეს აღნიშნავს

გამოწერა
საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება 14 აპრილს დედაენის დღე და ამასთან დაკავშირებით ქვეყანაში კულტურულ-გასართობი ღონისძიებები ტარდება.

თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საქართველოში დღეს, 14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება.

ქართული ენა საქართველოს სახელმწიფო ენაა, რომელზეც მსოფლიოში 4 მილიონ ადამიანზე მეტი საუბრობს.

უნიკალური წარწერა, რომელიც საქართველოს არქეოლოგიური ძეგლის გრაკლიანის ტერიტორიაზე აღმოაჩინეს - Sputnik საქართველო
არქეოლოგები: საქართველოში დამწერლობა ჩვ. წ. აღ.-მდე VII საუკუნეში არსებობდა

დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც 1990 წლიდან აღინიშნება, საქართველოს სკოლებში 12 აპრილიდან 5 მაისამდე მიმდინარეობს ფესტივალი, რომლის ფარგლებში ქვეყნის 1500 სკოლაში სტუდენტები მოსწავლეებს ქართული ენის ისტორიასა და იმ პრობლემებზე ესაუბრებიან, რომლებსაც ქართული ენა თანამედროვე რეალობაში აწყდება. 

თბილისში 29 აპრილს დედაენის დღისადმი მიძღვნილი X რესპუბლიკური ოლიმპიადა ჩატარდება. ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში ქართული ენის პოპულარიზაციის მიზნით კონცერტები და ღია გაკვეთილები ტარდება.

თანამედროვე ქართულ ენაში 17 დიალექტია, მათ შორის ქართლური, კახური, იმერული, რაჭული, ლეჩხუმური, გურული, ჯავახური, მესხური, აჭარული.

© photo: courtesy of Georgian National Centre of Manuscriptsუძველესი ქართული დამწერლობა
უძველესი ქართული დამწერლობა - Sputnik საქართველო
უძველესი ქართული დამწერლობა

განსაკუთრებით გამოიყოფა აღმოსავლეთ საქართველოს მთის დიალექტების ჯგუფი: ხევსურული, მოხევური, მთიულურ-გუდამაყრული, თუშური და ფშავური, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ არსებული სამი დიალექტი: ინგილოური (აზერბაიჯანი), ფერეიდნული (ირანი), იმერხევული (თურქეთი).

ქართული ენა უძველესი ენაა. მას უწყვეტი წერითი და ლიტერატურული ტრადიცია გააჩნია, რომელიც ქრისტიანობის მიღების შემდეგ ჩვენი წელთაღრიცხვის მეოთხე საუკუნეში გაჩნდა.

ქართული ალფავიტი - Sputnik საქართველო
ქართული ანბანი იუნესკოს კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანეს

2016 წლის 30 ნოემბერს ქართული დამწერლობის სამივე სახეობა იუნესკომ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

2017 წლის მარტში ბრიტანულმა საინფორმაციო კომპანიამ Culture Trip-მა გამოაქვეყნა სტატია სახელწოდებით „10 უძველესი ენა, რომელზეც დღემდე საუბრობენ მსოფლიოში“, რომელშიც ქართული ენაც მოხვდა.

სტატიის თანახმად, ქართული ენა უმსხვილესი ქართველური და ერთადერთი კავკასიური ენაა უძველესი ლიტერატურული ტრადიციით.

ყველა ახალი ამბავი
0