ვინ ასწავლა იტალიელ ბავშვებს ლადო ასათიანის ლექსი „საქართველოში იბადებოდნენ“ ქართულად

© FB/ Anano Tsitsvidzeანანო ციცვიძე
ანანო ციცვიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ანანო ციცვიძე ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტის (გაუ) მეორე კურსის სტუდენტი და ამავე უნივერსიტეტის ელჩია. სწავლობს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ლიბერალური განათლების ფაკულტეტზე ინგლისური ფილოლოგიის მიმართულებით.

AIESEC-ს ახალგაზრდული საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტით იმყოფებოდა იტალიაში, სადაც ადგილობრივ ბავშვებს არა მარტო ინგლისური ენა ასწავლა, საქართველოც გააცნო და შეაყვარა…

© FB/ Anano Tsitsvidzeანანო ციცვიძე
ანანო ციცვიძე - Sputnik საქართველო
ანანო ციცვიძე

– ანანო, დავიწყოთ იმით, რატომ აირჩიეთ ლიბერალური განათლების ფაკულტეტი?

— ლიბერალური განათლება ზოგადად პროფესია არ არის, აქ შერწყმულია ჰუმანიტარული საგნები და ინგლისური ენის დიპლომიც. საერთოდ კი ლიბერალური განათლება არის ტერმინი, რაც ძველ საბერძნეთში გამოიყენებოდა და მოიცავს რამდენიმე საგანს, რომელსაც იმ დროს სწავლობდნენ ის ადამიანები, რომლებსაც სურდათ განათლებული და ერუდირებული ყოფილიყვნენ. დღეს ეს ზოგადი განათლებაა – დაწყებული ფსიქოლოგიიდან, დამთავრებული ისტორიით, მათ შორისაა მათემატიკა, ლიტერატურა, რიტორიკა, ფილოსოფია. მოკლედ, აქ საგნების მთელი სპექტრი შედის.

© FB/ Anano Tsitsvidzeანანო ციცვიძე
ანანო ციცვიძე - Sputnik საქართველო
ანანო ციცვიძე

– თქვენ „გაუს ელჩი“ ხართ, რას ნიშნავს ეს?

— 2016 წლის თებერვალში „გაუს ელჩად“ აგვირჩიეს ოთხი სტუდენტი, ოთხივეს ანი გვქვია. ჩვენ მოვალეობაში სხვადასხვა ღონისძიების მოწყობა და აქტივობის განხორციელება შედის, ამისთვის დავდივართ სკოლებსა და სხვადასხვა დაწესებულებაში. მე, მაგალითად, მომავალში ექსკურსიის მოწყობას ვაპირებ.

– იტალიაში რა პროგრამის საშუალებით მოხვდით?

— ეს იყო AIESEC-ს ახალგაზრდული საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტი. ორგანიზაციას რამდენიმე პროექტი აქვს, მათ შორის ერთ-ერთი არის „გლობალური მოხალისე“, რომლის გასაუბრებაში მივიღე მონაწილეობა. აქ საშუალება გეძლევა შენთვის სასურველი პროექტი და ქვეყანა აირჩიო. შენზეა დამოკიდებული, თუ რა სახის პროექტი იქნება ეს – ბიზნესის, თუ განათლების კუთხით. ამ სამუშაოში არანაირ ხელფასს არ გიხდიან, უბრალოდ, საკუთარი სურვილით მიდიხარ და მუშაობ. სხვადასხვანაირი პროექტის დროს განსხვავებული ვალდებულებაა.

© FB/ Anano Tsitsvidzeანანო ციცვიძე
ანანო ციცვიძე - Sputnik საქართველო
ანანო ციცვიძე

– ამ პროექტის ფარგლებში რა სახის პროგრამა აირჩიეთ?

— იტალიაში ვიყავი Cultural Summer-ის პროგრამით, რომელიც კულტურას დიდად არ ეხება. ეს იყო იტალიის, კერძოდ, მილანის პროექტი, რომელიც მილანთან ახლოს პატარა ქალაქში ხორციელდებოდა. ეს იყო საზაფხულო სკოლა დაახლოებით 13-14 წლის ბავშვებისთვის. ერთ ჯგუფთან მუშაობა სამი კვირა გრძელდებოდა, შემდეგი სამი კვირა სხვა ჯგუფთან. მე ინგლისურს ვასწავლიდი. იქ რამდენიმე მასწავლებელი ვიყავით და ჩვენ-ჩვენი კლასები გვყავდა. აქ იყვნენ იტალიაში მცხოვრები იტალიის მოქალაქე ბავშვები – ზოგი იტალიელი, ზოგი ლათინოამერიკელი… იტალიაში მიღებულია, როცა ბავშვები სკოლას დაამთავრებენ, არდადეგების რაღაც ნაწილს სხვადასხვა აქტივობას უთმობენ და პროგრამაში ერთვებიან. ამ შემთხვევაში ეს ბავშვები იმისთვის შეიკრიბნენ, რომ ინგლისურის ცოდნა გაეუმჯობესებინათ და მასწავლებელთან კომუნიკაცია მხოლოდ ინგლისურ ენაზე ჰქონოდათ.

© FB/ Anano Tsitsvidzeანანო ციცვიძე
ანანო ციცვიძე - Sputnik საქართველო
ანანო ციცვიძე

– როგორი იყო ევროპასთან, კერძოდ იტალიასთან პირველი შეხების შთაბეჭდილებები?

— ზოგადად უცხოეთში არსად ვყოფილვარ, მით უმეტეს, მარტო, რაც იმას ნიშნავდა, რომ რაღაც მომენტი გადავლახე და დამოუკიდებელი და უფრო ძლიერი გავხდი. იქ მე თვითონ უნდა შემედგინა პროგრამა, თავად უნდა გადამეწყვიტა, რა და როგორ შემესწავლა ბავშვებისთვის, თანაც ეს ჩემს პროფესიასთან, ფილოლოგიასთან ახლოსაა. ეს ყველაფერი ერთად პროფესიული და პიროვნული გამოცდილება იყო, გამოწვევა, რასაც, ჩემი აზრით, ღირსეულად გავართვი თავი. ბავშვებმა კარგად არ იცოდნენ ინგლისური და სირთულე სწორედ ეს იყო, მაგრამ მათ შორის ვიპოვე რამდენიმე, რომელმაც ესპანური იცოდა. ამიტომ მე ჯერ ვეუბნებოდი ესპანურად, მერე ისინი თარგმნიდნენ იტალიურად და ამის შემდეგ მეც ვიმეორებდი იტალიურად. რამდენიმე დღეში ეს ფრაზები კარგად დაიმახსოვრეს.

© FB/ Anano Tsitsvidzeანანო ციცვიძე
ანანო ციცვიძე - Sputnik საქართველო
ანანო ციცვიძე

– ანუ ესპანურსაც ფლობთ?

— ვერ ვიტყვი, რომ ძალიან კარგად, მაგრამ ესპანური ენა ვიცი, კომუნიკაცია შემიძლია. როდესაც ჩამოვედი, მინდოდა ამ ორგანიზაციის წევრი გავმხდარიყავი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ გაუში დაკავებული ვარ, დრო აღარ მქონდა. თუმცა ამ ზაფხულს კიდევ ვაპირებ იქ გამგზავრებას და ვნახოთ, რა იქნება. ეს პროექტი, კერძოდ, გამოცდილებაც და ურთიერთობაც იმდენად კარგი იყო, რომ მინდა გავიმეორო.

– საშუალება თუ მოგეცათ, რომ საქართველოზე რაიმე გეთქვათ?

— ამ პროექტის ერთ-ერთი მიზანი კულტურის გაცვლა-გამოცვლაა. ჩავთვალე, რომ ჩემი ქვეყანა აუცილებლად უნდა წარმედგინა. მე მოვიფიქრე, რომ იტალიელი ბავშვებისთვის ქართული ლექსი მესწავლებინა, არჩევანი ლადო ასათიანის ლექსზე – „საქართველოში“ შევაჩერე.

© FB/ Anano Tsitsvidzeანანო ციცვიძე
ანანო ციცვიძე - Sputnik საქართველო
ანანო ციცვიძე

– რატომ შეარჩიეთ ეს ლექსი იტალიელი ბავშვებისთვის, ეს ხომ ძალიან ქართული ლექსია, მხოლოდ ჩვენთვის აღსაქმელი?

— სწორედაც ამიტომ შევარჩიე. საშუალება მომეცა, რომ მათთვის, ლექსის შინაარსიდან გამომდინარე, საქართველოს ისტორია მოკლედ  მომეთხრო. მოვუყევი, რომ ქართველები ზოგადად მებრძოლი ხალხია და ეს ლექსიც ამ ფაქტს ეხმიანება. მართალია, პირველმა ჯგუფმა ხელი არ შემიწყო, მაგრამ მეორე ჯგუფში ისეთი კარგი ბავშვები აღმოჩნდნენ, რომ ეს ლექსი მთლიანად ზეპირად ისწავლეს. ამის ვიდეომასალაც მაქვს.

– ჩვენთან ჩამოსვლის სურვილი ხომ არ გაუჩნდათ?

— იმ ოჯახს, სადაც ვცხოვრობდი, ასეთი სურვილი მართლა გაუჩნდა. მათ სულ ვუყვებოდი საქართველოს შესახებ. ბევრი რამ უკვირდათ და არ სჯეროდათ, მაგრამ ინტერნეტში მასალებს ვაჩვენებდი და ამის მერე იჯერებდნენ. იტალიელებს, მოგეხსენებათ, ღვინო ძალიან უყვართ და როცა ვუთხარი, საქართველო ღვინის უძველესი ქვეყანაა და თან წაღებული ღვინო გავასინჯე, მოეწონათ და დაიჯერეს. მიხარია, რომ ჩემი დახმარებით იტალიაში გარკვეულმა ადამიანებმა საქართველოს შესახებ ბევრი რამ შეიტყვეს. ვთვლი, რომ ყველა ასე უნდა იყოს – საკუთარი ქვეყანა უცხოეთში უკეთესი კუთხით წარმოაჩინოს, მაშინ ჩვენ შესახებ უფრო ბევრი გაიგებს…

 

ყველა ახალი ამბავი
0