თბილისი, 14 აპრილი — Sputnik. საფრანგეთის ო-დე-სენის დეპარტამენტში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფარში დაკარგული 100 წლის მამაკაცის საძებნელად მისულმა პოლიციელებმა ის მეზობელი ქალბატონის ლოგინში იპოვეს, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости გამოცემა Ouest France-ზე დაყრდნობით.
ინციდენტი ოთხშაბათს მოხდა, თუმცა პრესამ ამის თაობაზე დაგვიანებით შეიტყო.
ირკვევა, რომ მოხუცებულთა თავშესაფრიდან ღრმად მოხუცებული მამაკაცი გაუჩინარდა, რომელიც იქ მეუღლესთან ერთად ცხოვრობდა. სამი საათის შემდეგ სახლის ხელმძღვანელობამ პოლიციას მიმართა. ადგილზე შვიდი პოლიციელი გამოცხადდა, რომლებმაც დაწესებულება ყურადღებით გაჩხრიკეს. საბოლოოდ დაკარგული მამაკაცი მეზობელი 90 წლის ქალბატონის საწოლში ტკბილად მძინარე იპოვეს.
„კაცს მშვიდად ეძინა ქალის ლოგინში, ქალი კი ელოდებოდა, როდის გაიღვიძებდა და წავიდოდა კაცი“, — აღნიშნეს სამართალდამცველებმა.
გამოცემა არ აკონკრეტებს, რა რეაქცია ჰქონდა მამაკაცის მეუღლეს აღნიშნულ ფაქტზე.