ვნების კვირის ხუთშაბათი

© photo: Sputnikსანთლები
სანთლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეს დღესასწაული ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როდესაც ქრისტემ უკანასკნელი სერობა (ვახშმობა) გაუმართა 12 მოციქულს.

ვნების კვირის დიდი ხუთშაბათი მართლმადიდებელთათვის მნიშვნელოვანი დღეა.

ამ დღეს ქრისტემ თავის მოწაფეებთან უკანასკნელი საღამო გაატარა. დიდ ხუთშაბათს წმიდა ეკლესია ამ დღეს აღსრულებულ ოთხ უმნიშვნელოვანეს სახარებისეულ მოვლენას იხსენებს: საიდუმლო სერობას, როდესაც მაცხოვარმა წესად დადო წმიდა ზიარების საიდუმლო (ევქარისტია), მაცხოვრის მიერ მოწაფეებისთვის ფეხთბანას — ნიშნად უდიდესი სიმდაბლისა და მათდამი უსაზღვრო სიყვარულისა, გეთსიმანიის ბაღში ლოცვასა და იუდას გამცემლობას. 

სააღდგომო ხაჭოს პასკა ნათია მონტგომერისაგან - Sputnik საქართველო
სააღდგომო ხაჭოს პასკა ნათია მონტგომერისაგან

მიუხედავად იმისა, რომ სათანადოდ მომზადებულ მორწმუნეს ზიარება წლის ნებისმიერ დროს შეუძლია, არსებობს დიდ ხუთშაბათს ზიარების ქრისტიანული ტრადიცია. ამ დღეს უზიარებლად დატოვება ერთ-ერთ მძიმე სასჯელად მიიჩნეოდა, თუმცა მცდარია შეხედულება, თითქოს დიდი ხუთშაბათის ზიარება რაიმეთი აღემატებოდეს სხვა დღეებში მიღებულს. უფლის სისხლი და ხორცი მარად უცვლელია.

დიდი ხუთშაბათი იმითაცაა გამორჩეული, რომ ეს ერთადერთი დღეა მთელი წლის განმავლობაში, როცა, საჭიროების შემთხვევაში, მირონის კურთხევა შეიძლება (ეს მირონი მღვდელმსახურებაში მირონცხების საიდუმლოს შესრულებისას და ტაძრების კურთხევისას გამოიყენება).

© photo: Sputnik / რია ნოვოსტირუბენსის "საიდუმლო სერობის" რეპროდუქცია
რუბენსის საიდუმლო სერობის რეპროდუქცია - Sputnik საქართველო
რუბენსის "საიდუმლო სერობის" რეპროდუქცია

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც ე.წ. "თორმეტი სახარება" ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრებილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფლვით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით. "თორმეტი სახარების" კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც, ერთი მხრივ, ჩვენი მხსნელის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებაა, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.

დიდი ხუთშაბათის დღესასწაულთან დაკავშირებით ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში აღევლინება საღვთო ლიტურგია.

ყველა ახალი ამბავი
0