სააღდგომო ხაჭოს პასკა ნათია მონტგომერისაგან

გამოწერა

"Sputnik-საქართველო" სააღდგომოდ გთავაზობთ ხაჭოს პასკის რეცეპტს. იხილეთ ვიდეო, თუ როგორ მოვამზადოთ სააღდგომო ხაჭოს პასკა.

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

ხაჭო —500 გრ; კარაქი — 180 გრ; არაჟანი — 150 გრ; თაფლი — 3 ს/კ; შაქარი — 50 გრ; მოხალული ნიგოზი — 1/4 ჩ/ჭ; ქიშმიში — 1/4 ჩ/ჭ; გარგრის ჩირი —10 ცალი; ნახევარი ფორთოხლის ცედრა; ნახევარი ლიმონის ცედრა; ერთი ლაიმის ცედრა; ვანილი ან ვანილინი; ფსტა —100 გრ; დაშაქრული ვარდის ფურცლები და მარილი — გემოვნებით.

მომზადება: მიქსერში ჩაყარეთ კარაქი, შაქარი, თაფლი. ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. დაამატეთ არაჟანი, ხაჭო, კვლავ ათქვიფეთ. ჩაამატეთ ნიგოზი, ქიშმიში, ფორთოხლის და ლიმონის ცედრა, დაჭრილი გარგარის ჩირი, ლაიმის ცედრა, ვანილი ან ვანილინი. კარგად აურიეთ. საწური ჩადგით ჯამში, ჩააფინეთ მარლა და ჩაასხით მომზადებული მასა, გადააფარეთ მარლა ზემოდან. დაადგით ზემოდან სიმძიმე, რომ გაიწუროს. შედგით შედგით მაცივარში მთელი ღამის განმავლობაში. 

მეორე დღეს გაწურული მასა გადმოიღეთ თეფშზე, მოაცილეთ მარლა და ზემოდან მოაყარეთ ფსტა, ლაიმის ცედრა, ფორთოხლის კანი და გამშრალი ვარდის ფურცლები სურვილისამებრ.

გემრიელად მიირთვით!

ყველა ახალი ამბავი
0